თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2015, 17:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1849,
კომენტარები: 9
საუბრები ვარჯიშის შესახებ: მაიკლ კერიკი
კერიკი სავარჯიშო პროცესის შესახებ
საუბრები ვარჯიშის შესახებ: მაიკლ კერიკი
ყველაზე მეტად რა მოგწონთ ვარჯიშებზე?

სიმართლე გითხრათ, ყველაფერი. ჩვენი ვარჯიშები ახლა თავის თავში დარბაზის ბევრ დავალებებს შეიცავს - პილატესი, იოგა და ა.შ. შემდეგ გვაქვს აუცილებელი საქმე, რომლითაც დარბაზის მიღმა ვკავდებით - შეხვედრები, მონაცემთა ანალიზი, ეს ყველაფერი ვარჯიშების ნაკრებში შედის. უბრალოდ ბედნიერები ვართ, რომ ამ ყველაფერს ვაკეთებთ. ამჟამად პროგრამა ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ჩემი თამაშის დასაწყისში იყო.

ვარჯიშებზე ვინ იხარჯება ყველაზე მეტად?

თუ ბოლომდე გულახდილი ვიქნები, თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვიხარჯებით. ამ წუთას ვერ ვიხსენებ ვერავის, ვინც გამორჩეულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კონკურენცია არ არსებობს. ყოველ დღე გსურს გამარჯვება და წამყვან ფიგურად ყოფნა. ალბათ, სწორედ ამიტომ არ გამოიყოფა არავინ, ყველას სურს მაქსიმუმი გააკეთოს.

რამდენად სერიოზულად ეკიდები სავარჯიშო მატჩებსა და შეჯიბრებებს?

ძალიან სერიოზულად - წაგება არავის სურს. ვფიქრობ, ეს ბუნებრივია, რასაც არ უნდა ვთამაშობდეთ - იქნება ეს მაგიდის ჩოგბურთი, პული თუ სნუკერი, ნებისმიერი რამ. შეჯიბრების სული ყოველთვის არსებობს. როცა საფეხბურთო მოედანზე გადიხარ არ გსურს გასახდელ ოთახში დაბრუნება და თამაშის გამო კრიტიკის მოსმენა.

Aon Training Complex-ის აღჭურვილობა როგორ არის სხვა კლუბების სავარჯიშო ბაზასთან მიმართებაში, სადაც ყოფნა მოგიხდათ?

"ვესტ ჰემის" სავარჯიშო მოედანზე უკვე დიდი ხანია არ ვყოფილვარ და ეს სწორედ ის დრო იყო, როცა კლუბები ახალად იწყებდნენ სავარჯიშო ბაზების გადაკეთებას.

"ტოტენჰემის" ბაზა თითქმის ისეთივე იყო, როგორიც "ვესტ ჰემის", მაგრამ ახლა გააუმჯობესეს და კარინგტონის მსგავს ბაზაზე ვარჯიშობენ. აქ ყველაფერი გვაქვს, რისი სურვილის ქონაც შეიძლება. სინამდვილეში ყველაფერი ასეც ხდება. უბრალოდ დააკვირდით "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალს", რომელთაც სავარჯიშო ბაზები ზუსტად ისეთივე დროში ააშენეს, რაც ჩვენ. უბრალოდ ასე მოძრაობს ყველაფერი. აღდგენასა და მზადებას ახლა უფრო მეტი დრო ეთმობა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

რამდენად მნიშვნელოვანია მოთამაშისთვის დარბაზის ვარჯიშები?

ახლა ეს მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. რამდენიმე წლის წინ დარბაზის ვარჯიშები განსხვავებული იყო, ახლა კი ყველაფერი ისე მიზანდასახულად ხდება! თამაშში ახლა ძალას, გამძლეობასა და მდგრადობას აქვს მნიშვნელობა, ადრე კი ყველაფერი საფეხბურთო უნარებზე იყო დამოკიდებული. ამჟამად უფრო მეტი რამისთვის გვიხდება თავის გართმევა, ასე რომ, დარბაზის ვარჯიშები ძალიან ადვილია.

რომელ 4 ფეხბურთელს აირჩევდი იდეალური 5 კაციანი გუნდის შესაქმნელად?

უკომპრომისო შეტევას ავირჩევდი, ასე რომ, ფალკაოს, ანხელს, რობინს და ვაზას.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
19 იანვარი 2015 10:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვარჯიშზე ყველას ყველაფერი იდეალურად აქვს და მოედანზე რო გადიან რა ჭირი სჭირთ.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
19 იანვარი 2015 17:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
თუ ბოლომდე გულახდილი ვიქნები, თითოეული ჩვენგანი ბოლომდე ვიხარჯებით.


თუ ასეა რა უნდა ლუის ფალკაოსგან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: DiMaria
19 იანვარი 2015 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
უკომპრომისო შეტევას ავირჩევდი, ასე რომ, ფალკაოს, ანხელს, რობინს და უაზას.

დე ხეა აქაც მოტეხეს
0
№4
ავტორი: Mufc7
19 იანვარი 2015 18:00
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ცალი თვალით მაინც დამანახა ამათი ვარჯიში,რა იქნება:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: PaLoMo
19 იანვარი 2015 18:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Varhishebze tu tavs iklaven tamashze raga unda qnan dzala gamoleulebma:-D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: GeorgeBest
19 იანვარი 2015 19:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოედანზეც ეცადონ მაქსიმუმის გაკეთებას და ბოლომდე დაიხარჯოს ყველა
0
№7
ავტორი: George27
19 იანვარი 2015 20:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
აბა ფალკაო არ ვარჯიშობს ამათან ერთად თუ ლუი ავარჯიშებს დუბლებს? პრინციპში კერიკიც რატო იტყვის თანაგუნდელზე ცუდს...
0
№8
ავტორი: Best 7
20 იანვარი 2015 01:06
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Varjishze rat minda matchis dros daixarjet100%
0
№9
ავტორი: LizarD
20 იანვარი 2015 09:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ტრეინინგ მატჩებს რომ ეგრე სერიოზულად ეკიდებით მაგიტომაა დალეწილები რომ ხართ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top