ორი ფრისა და ერთი დამარცხების შემდეგ, გულშემატკივარს დიდი ანგარიშით მოგება სწყუროდა. რამდენიმე მათგანს ეგონა, რომ "წითლები" დიდი ანგარიშით დაამარცხებდნენ მასპინძლებს. თუმცა, პირველმა ტაიმმა ეს იმედები ვერ გაამართლა. მეორე ტაიმში კი, ტაქტიკურმა ცვილელბამ, ახალმა სისხლმა და მომნდომებამ გამარჯვება მოგვიტანა. როგორც გულშემატკივრები, ფეხბურთელებიც ბედნიერები არიან.
ბლინდი: "რთული მატჩი იყო, მაგრამ გუნდურმა მუშაობამ და ბრძოლამ შედეგი გამოიღო და სახლში სამი ქულა წამოვიღეთ. ფანები კი როგორც ყოველთვის საოცარნი იყვნენ!"
დე ხეა: "მანჩესტერში" ვბრუნდებით მოპოვებული სამი ქულით! რთულ სტადიონზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ახლა ჩვენ მთელი ყურადღება ინგლისის თასს უნდა მივაპყროთ!!!"
ფალკაო: "ჩემს მეგობართან, ვალდესთან ერთად. მატჩის შემდეგ სახლში ვბრუნდებით. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ კი ძალიან ბედნიერები ვართ."
ფელაინი: "აღნიშვნა ჩემს ძმასთან ერთად. დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ, ასე უნდა განვაგრძოთ ბიჭებო!"
ერერა: "დღევანდელი ვარჯიში დასრულდა. გუშინდელი მოვოპებული სამი ქულის გამო კი ბედნიერები ვართ."
რუნი: "კარგია, რომ დღეს გამარჯვებებს დავუბრუნდით. ძალიან გამიხარდა, რომ ფელაინიმ და უილსონმა გაიტანეს."
ვალდესი: "ჩემს მეგობარ, "Tigre" ფალკაოსთან ერთად.დღეს შესანიშნავად ითამაშეს და კიდევ ერთი დიდებული გამარჯვება მოიპოვეს ბიჭებმა! ყოჩაღ!"
თამაშს "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელიც, რიო ფერდინანდიც გამოეხმაურა, რომელიც ამჟამად "ქპრს" შემადგენლობაში თამაშობს:
რიო: "ბიჭებმა ბევრი იმუშავეს. დე ხეა, როგორც ყოველთვის, საოცარ ფორმაშია. კარგია ძველი "წითელი ეშმაკების" ნახვა."
სიახლეები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.