ვან გაალმა განაცხადა, რომ 3-5-2 სქემას თამაშში ბალანსის შეტანისთვის იყენებს და მომენტების შექმნის სირთულესთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს. 4 მცველზე გადასვლა მწვრთნელის აზრით საკუთარ კართან ხიფათის წარმოქმნის ალბათობას ზრდის.
Whoscored-ის რეიტინგის სისტემა საკმაოდ საკამათოა, ხშირად ბევრ დეტალს არ ასახავს და შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. თუმცა გუნდის ეფექტურობის მათეული შეფასება იხილეთ.
სამი ცენტრალური მცველით თამაშის სიკვდილუნარიანობაზე პრემიერ ლიგაში საუბარი მოდურია. მე ვიტყოდი, რომ საქმე ამაში არ მდგომარეობს. როცა მოედნის ცენტრში სამი ნახევარმცველი გყავს, რომელთაგან ორი (რუნი, მატა) თავის პოზიციაზე არ მოქმედებს, ხოლო მესამე კერიკია - ხიფათს ელოდე.
მაგრამ თავად არ აირჩია ისინი? - იკითხავთ თქვენ. ეს შენიშვნაც მართებულია. სადისკუსიოდ კარგი თემაა. არის ბლინდი და საინტერესო იქნებოდა მისი ხილვა კერიკის გვერდით. არის ერერა, რომელიც მატასგან განსხვავებით სიღრმეში თამაშს მიჩვეულია.
ბოლო თვეების განმავლობაში ლუი ვან გაალის განკარგულებაში ყველა ძვირადღირებული ფეხბურთელია. მაგრამ ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ოპტიმალური შემადგენლობის ძიება და ექსპერიმენტები გრძელდება.