თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2015, 16:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2401,
კომენტარები: 9
"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)
"ლოფტუს როუდზე" მოპოვებული გამაჯრვების ტაქტიკური ანალიზი.
"მანჩესტერ იუნატედისა" და "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მატჩმა გულშემატკივარში შერეული ემოცია გამოიწვია. ლუი ვან გაალი ჯერ კიდევ ეძებს შეტევის ხაზში სხვადასხვა შერწყმას და მკრეხელობა იქნებოდა იმის თქმა, რომ ოპტიმალური ვარიანტი ნაპოვნია.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


"საუთჰემპტონთან" განცდილი მარცხის შემდეგ თავს დატეხილი კრიტიკის მიუხედავად ვან გაალმა კვლავ სამ მცველიანი ტაქტიკა აირჩია, ხოლო დი მარიასა და რუნის შესაბამისად ისევ თავდამსხმელისა და ნახევარმცველის პოზიცია მიუჩინა.

პირველი ტაიმი

"პირველ ტაიმში "ქუინზ პარკ რეინჯერსის" სტილში ვთამაშობდით, რაც ხარისხზე ცუდად აისახა და მოწინააღმდეგეს ხელი მოუმართა" - განაცხადა ვან გაალმა მატჩის შემდეგ. ჰოლანდიელს მხედველობაში თავდასხმელებისთვის მიწოდებული გრძელი გადაცემები ჰქონდა.

სამჯერ ეცადა ფილ ჯონსი ასეთი სახით წამოეწყო შეტევა, სამჯერვე ჯონი ევანსი, ხოლო 4-ჯერ მარკოს როხო.

როგორც მწვრთნელის უკმაყოფილებიდან ჩანს, ეს მისი მითითება არ იყო. რადგან ასეა, გამოდის მცველები შეტევის გაგრძელების სხვა ვარიანტს ვერ ხედავდნენ და პრესინგის შემთხვევაში სხვაგვარად ვერ მოქმედებდნენ. ორივე დებულება მართებულია. დასაწყისში "იუნაიტედი" ქპრ-სგან განსხვავებით ცუდად მომქმედებდა. შეტევის გაგრძელებისთვის მომგებიან პოზიციაზე გახსნილი ფეხბურთელის მოძებნა ძალიან ჭირდა. სწორედ აქედან წამოვიდა გრძელი გადაცემები და აქედანვეა ჯონი ევანსისა და ფილ ჯონსის გარღვევები მოწინააღმდეგის ნახევარზე.

აღსანიშნავია მატა-რუნის წყვილის სუსტი გამოსვლა.

რუნი პირველ ნახევარში ერთ-ერთი უცუდესი მოთამაშე იყო. დი მარიას გასამართლებლად კი უნდა ითქვამს, რომ ბურთი მასთან იშვიათად მიდიოდა და საუკეთესო თამაშის ჩვენებას ვერაფრით მოახერხებდა; მატას გასამართლებლად, რომლის მიერ ბურთის ორჯერ დაკარგვას პირველ ტიამში შეეძლო "იუნაიტედის" კართან სახიფათო მომენტი გამოეწვია, შეიძლება ითქვას, რომ ხუანმა ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტი შექმნა და მოგვიანებით საიმედოდ თამაშობდა. აი რუნის შემთხვევაში კი არგუმენტის პოვნა რთულდება. კაპიტანი აქტიურად ერთვებოდა თამაშში, მაგრამ მისი გადაცემების არაზუსტობისა და ნაკლის პროცენტული მაჩვენებელი ვერსად დაიკარგება.

ცალკე განვიხილოთ ჩვენს კართან მატა-რუნის წყვილის გამო შექმნილი სახიფათო ეპიზოდი.

ფილ ჯონსი წინ წავიდა, მაგრამ გაგრძელება ვერ მონახა და უკან ევანსს გადააწოდა პასი. ჯონი პრესინგის ქვეშ აღმოჩნდა და ბურთი შორს მოიგერია.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მატა შეეცადა ერთი შეხებით გაემწვავებინა სიტუაცია, მაგრამ ქპრ-ს მოთამაშემ ეპიზოდი წაიკითხა.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


რუნიმ გადაწყვიტა წართმევაზე ეთამაშა. უეინმა წარუმატებლობა განიცადა, ქპრ-ს ფეხბურთელი თავისუფალ ზონაში გადავიდა და პარტნიორს მშვიდად მიაწოდა პასი.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


სად არის ამ დროს ჩვენი მესამე ნახევარმცველი? ის სადღაც საჭირო საქმეებზე გავიდა, მაგრამ სად არის ის, ვინც მას აზღვევს?

¯\_(ツ)_/¯

სიტუაციის გადარჩენა დე ხეას მოუხდა.



ტაიმის მიწურულს შედგა კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. ამ ეპიზოდში დი მარიამ და რუნიმ ისე ითამაშეს, როგორც უელბეკმა და ევანსმა.

სამი ფეხბურთელის გარემოცვაში მყოფმა ფალკაომ რუნის პასი მიაწოდა. წინ თავისუფალი ზონაა.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


დი მარია აჩქარებას იწყებს.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


შემდეგ არგენტინელი რატომღაც შეჩერდა და მიმართულება იცვალა. შესაძლოა, ჩათვალა, რომ ცენტრში შესვლას ფალკაო მოასწრებდა (თუმცა რადამელი შორს იმყოფებოდა), შესაძლოა ელოდა, რომ რუნი აიღებდა თამაშს საკუთარ თავზე მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეპიზოდმა სიმწვავე დაკარგა.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


შემდეგ კი რუნიმ დაუშვა შეცდომა, რომელიც სხვას უფრო შეეფერებოდა - ბურთი უბრალოდ მიაწოდა სხვა გუნდის ფეხბურთელს.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მეორე ტაიმი

შესვენების შემდეგ ლუი ვან გაალმა ხუან მატა მარუან ფელაინით ჩაანაცვლა. ფიზიკურად ძლიერი და ბრძოლაში გამოცდილი ფეხბურთელი მოცემულ ვითარებაში როგორც ჩანს უფრო გამოსადეგი იყო, ვიდრე ესპანელი, რომელიც ხაზებს შორის თავისუფალი ზონების პოვნას ახერხებს და თავდამსხმელებს მომენტებს უქმნის. მატა თავის მხრივ ცუდი არ იყო, მაგრამ გუნდური თამაშის ინტერესებიდან გამომდინარე შეცვლილი იქნა.

შეცვლაზე შემოსვლიდან მოკლე პერიოდში ფელაინიმ გოლის გატანა მოახერხა.

დი მარიამ და რუნიმ საჯარიმოს წინ გაითამაშეს და რუნიმ როგორც იქნა მოახერხა ზუსტი პასის გაკეთება, ვალენსიამ პასი თავისუფალ ფელაინის მიუგორა, რომელმაც გრინი დაცხრილა.

ვიდეო

გოლის შემდეგ იყო მონაკვეთი, როცა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ინიციატივა დათმო, მაგრამ ქპრ-ს ზეწოლას შედეგი არ მოჰყვა. ყველაზე სახიფათო მომენტი როხოსა და კერიკის შეუთანხმებლობის შემდეგ შედგა.

რუნიმ, რომელიც მეორე ტაიმში გაცილებით უკეთ მოქმედებდა, კიდევ ერთხელ დაუშვა შეცდომა.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


კერიკმა დასწრებაზე ითამაშა. მაიკლი ბურთის შენარჩუნებას თუ არა მოგერიებას მაინც ასწრებდა. მაგრამ საკუთარი ზონა დატოვა როხომაც და წინ წავიდა.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ქპრ-მ სამი ერთზე შეუტია, მაგრამ მისი რეალიზება ვერ მოახერხა. უნდა აღინიშნოს, რომ განმეორებითი შეტევა კერიკმა ჩაშალა.

შეხვედრის მიწურულს ჯეიმს უილსონმა, რომელსაც შეეძლო ცოტა ადრე საგოლე გადაცემა ჩაეწერა აქტივში, რომ არა ფალკაოს უიღბლობა, გოლის გატანა მოახერხა. აკადემიის აღზრდილის პირველი გოლი სეზონში.

ვიდეო

"იუნაიტედის" დაცვა

ბევრის აზრით გუნდის ყველაზე პრობლემატური ხაზი - დაცვაა. თუმცა უკანასკნელ მატჩებში ცენტრალური მცველების მოქმედება პლუს ნიშნით უნდა აღინიშნოს. სმოლინგი, რომელიც შეხვედრას ტოვებდა, ადრე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. როხოს ერთადერთი უხეში შეცდომა ზემოთ განვიხილეთ. ევანსი, რომელიც შეცდომებს არ სჩადის, საკმაოდ იშვიათი მოვლენაა, ამიტომ ის კონკურსგარეშე დავტოვოთ.

ჯონსი თითქმის გაუვალი იყო. ინგლისელმა მხოლოდ ერთხელ წააგო ორთაბრძოლა.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


ფაბიო კაპელომ ჯონსს, რომელიც ჯერ 20 წლისაც კი არ იყო ინგლისის ნაკრების მომავალი კაპიტანი უწოდა. სერ ალექს ფერგიუსონმა - "იუნაიტედის" მომავალი კაპიტანი. ჯონსი მხოლოდ 22 წლისაა, მაგრამ მის მხრებზე დიდი გამოცდილებაა. თუ ფილი ტრავმებს თავს დააღწევს, შესაძლოა კვლავ მიაღწიოს ტოპ-დონეს.

რადამელ ფალკაო

უკანასკნელი კვირების ყველაზე განხილვადი ფიგურა. უმრავლესობა რადამელს ასეთი თამაშის გამო გააკრიტიკებს, მაგრამ სინამდვილეში მან უმაღლეს დონეზე ითამაშა. რომ არა უილსონის პასის შემდეგ ბურთზე ფეხის აცილება, შეიძლებოდა ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაგვესახელებინა. მოარტყი - და საუკეთესო ხარ.

მან ვერ მოარტყა, ამიტომ ახლა ცოტას თუ აინტერესებს როგორ იხსენოდა ფალკაო და დი მარიასგან განსხვავებით როგორ იბრძოდა ბურთისთვის.

1) მატას გადაცემის შემდეგი მომენტი.

ფალკაო თამაშგარეში იმყოფება, მაგრამ ხედავს, რომ მატა პასის გაკეთებას აპირებს.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


და ნაბიჯის უკან გაკეთებას ასწრებს. დიდებული ფორვარდის დიდებული თამაში.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


მაგრამ მის დარტყმას გრინი იგერიებს. აღსანიშნავია, რომ დი მარია ეპიზოდს არ გამოთიშულა, მაგრამ ფორვარდის იმაში დადანაშაულება, რომ მას პასი არ მისცა, სისულელეა.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


2) დი მარიას ჩაწოდების შემდეგი მომენტი.

მცველებს ფალკაო დაავიწყდათ და მანაც თავისთვის ჩვეულ საფირმო ნახტომში კარი დაცხრილა, მაგრამ გრინი კვლავ ბრწყინვალეა.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (ტაქტიკური განხილვა)


3) უილსონის პასის შემდეგ მომენტი.

თუ პირველ ორ ეპიზოდში მეკარის შექება შეიძლებოდა და ფორვარდის არ დადანაშაულება, ამ ეპიზოდში რთულია რამე კომენტარის გაკეთება. (თუ რა თქმა უნდა ბლინდს არ დავუწერთ წართმევისთვის პლუსს და არ შევაქებთ უილსონს პასის გამო.)



ფორვარდის დავალება - გოლების გატანაა. ძვირადღირებული ფორვარდის დავალება - ბევრი გოლის გატანა.

ფალკაოს სიტუაცია სეზონის სტარტზე ვან პერსის სიტუაციას მაგონებს. სხვაობა მხოლოდ ისაა, რომ ვან პერსის მუდმივი კონტრაქტი აქვს, მან უკვე დიდი ხნის წინ დაამტკიცა ყველაფერი, ვან გაალის თანამემამულეს უფრო ენდობა.

ფალკაოს წარმატებები ვუსურვოთ და დაკსვნების გაკეთებას ნუ ვიჩქარებთ. ფელაინის, მატასა და ვან პერსის მაგალითები გვაჩვენებს, რომ #აუცილებლადახლა სერიის ანალიტიკა არაფრისმომცემია და უფრო ტაბლოიდებისა თუ თვითერის ისტერიკას შეესაბამება.

გაგრძელება
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Esi
18 იანვარი 2015 16:38
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ეს 3-5-2 მოაშოროს და მეტი არაფერი არ მინდა...
0
№2
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2015 16:41
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
დღეს კორენევი კარგ ხასიათზე როგორც ჩანს, იუმორნარევი კრიტიკა მომწონს.

ძალიან მაინტერესებს შოუს არ დაყენება რამე დაშავებით არის გამოწვეული, თუ წინა თამაშის ჩაგდებით. ბლინდი დროებით დგას მარცხენა გინდ ვინგბექი იყოს გინდ მცველი, თუ სამუდამოდ ამას აპირებს. ერერას რატომ არ აძლევს შანსს, რა არ მოსწონს ამ ბიჭში? რატომ ფიქრობს, რომ 4 მცველიანი ტაქტიკა არის დისბალანსი გუნდში და არა უკეთესი სქემა, ვიდრე 5 მცველი. რატომ ხედავს რუნიში ნახევარმცველს და რატომ არ ფიქრობს, რომ სხვა, უფრო შესაფერისი კანდიდატების დაბრუნების შემდეგ რუნიმ ჩვეული პოზიცია უნდა დაიკავოს, რატომ დაასკვნა, რომ დი მარია უკეთესია თავდასხმაში (ეს მგონია 5 მცველიანი სქემის ბრალია) და რატომ ჰგონია.

ამ კითხვებზე მეც ზუსტად ასეთი რეაცია მაქვს: ¯\_(ツ)_/¯

მაგრამ ვან გაალს როგორც თავად თქვა, სჭირდება იანგი და თუ იანგი სჭირდება, რაღად უნდოდა ამდენი მარცხენა მცველი. თუ ფიქრობს, რომ ვინგბექებად ისინი არ გამოდგებიან, რატომ არ უნდა შეიძინო ნომინალური ვინგ ბექი და რატომ უნდა შეიძინო კლასიკური მარცხენა მცველი. ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და ძალიან ბევრ მაგრამ ვხედავ, მაგრამ ამათზე პასუხს როდის მივიღებთ.

ფალკაოზე მინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვა. არ ვიცი თქვენ როგორ იქცეოდით, მაგრამ მე მას განსაკუთრებით ვაკვირდებოდი და თუ აქ ხაზი გაესვა იმ გაქტებს, რომ თამაშგარედან დროულად ამოვიდა (რაც მართლაც დიდებული მოქმედებაა), რატომ არ გაამახვილა ყურადღება კორენევმა იმ სამ შეტევაზე, რომელსაც ფალკაო იწყებდა და სრულად უწყინარ სიტუაციაში, ნაჩქარევად აკეთებდა წინ პასს თამაშგარეში მდგომ ფეხბურთელზე. ანუ ეს იყო პოტენციურად სამი სახიფათო შეტევის ჩახშობა და მხოლოდ იმიტომ, რომ ნაჩქარევი პასი გაკეთდა, მაშინ, როცა სხვა გაგრძელებაც მოიპოვებოდა და ბურთით სირბილის საშუალებაც იყო.

მეორე - გაფუჭებული მომენტები. სად არის ის ხალხი, ვინც ვან პერსის ლანძღავნდა, ფორმადაკარგულ ფეხბურთელს და ზოგ შემთხვევაში ბებერსაც უწოდებდა? მეც ვიყავი მათ შორის, ვინც პერსის აბალებდა, რომ მომენტებს ვერ იყენებდა. ძალიან მაინტერესებს რას ფიქრობენ ისინი ფალკაოზე. შეიძლება თქვათ, რომ პერსი უფრო მეტს თამაშობს და უფრო მეტს აფუჭებს, ფალკაოს პრაქტიკა არ აქვს და ერთ თამაშში თუ გააფუჭა რა მოხდაო, მაგრამ ტოტენჰემს გაგახსენებთ და იმასაც, რომ წინა მატჩამდე ხუთჯერ გამოვიდა სასტარტო შემადგენლობაში.

რა თქმა უნდა არ ვამბობ, რომ რადამელი არის დაბალი დონის ფორვარდი, არც მის მონდომებას ვკარგავ, არც იმას ვუსვამ ხაზს, რომ პერსი ჯობია ფალკაოს, უბრალოდ კრიტიკა რატომ არ ისმის ის მაინტერესებს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Wardell
18 იანვარი 2015 16:52
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გუნდი მართლაც პატარ თაგვს დაემსგავსა, რომელსაც ყველანაირ ექსპერიმენტში ცდიან და ჯერ კიდევ სული უდგას საწყალ არსებას. ასე როდემდე გაგრძელდება სიმართლე გითხრათ არ ვიცი, მაგრამ დასასრული რომ ჯერ არ ჩანს ცხადია.

მეც ძალიან ბევრი კითხვა მიჩნდება, თუმცა ეს არაფერს ცვლის. ლუი ჟურნალისტების კითხვას არ ცემს პასუხს და ჩემსას ხო მითუმეტეს. უბრალოდ ძალიან მეცოდება ანდერი, რომელიც როცა თამაშობს მინიმუმ თავს იკლავს და მეტოქეს აწიოკებს, გოლებზე რომ არაფერი ვთქვათ.

4-4-2ზე რომ მეტი მომენტი იქმნება ეს ცხადია და მხოლოდ ბრმა თუ ვერ დაინახავს ამას, მაგრამ ლუის ბალანსი სჭირდება(თურმე), მაგრამ ბატონო ლუი ხომ ვერ მეტყვით მომენტების შექმნი და კარის დაცხრილვის გარეშე როგორ მოვიგებთ თამაშებს ისეთ მეტოქეებთან, რომლებსაც როგორც იტყვიან ავტობუსი ჰყავთ ჩაყენებული.

ფალკაოზე ყველაფერში ვეთანხმები ჩვენ კორნევს, ერთადერთი რაც მინდა შევუსწორო არის ის, რომ ვილსონის პასის შემდეგ ბურთს ფეხი გაარ*** და გამოიტანა მცველმა, რომელსაც ვერც ფალკაო, ვერც პერსი, ვერც აგუერო და ვერავინ ვეღარ შეაბრუნებდა კარში. ფაქტია, რომ რადამელმა შეტევას რაღაც ახალი შესძინა, რაც ფერგის წასვლის მერე აკლდა. ჩიჩარიტოს პირველი სეზონი მახსენდება მას რომ ვუყურებ, ჩასაფრებული და სულ მოძრავი ფორვარდი, რომელიც დარწმუნებული ვარ იტყვის თავის სიტყვას.
0
№4
ავტორი: GeorgeBest
18 იანვარი 2015 18:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
დიდი იმედი მაქვს ჯონსსი მართლა დააღწევს ტრავმებს თავს და იმედებს გაამართლებს, რასაც მასზე ამდენი ხანია ვამყარბეთ. მომავალი კაპიტნია

როგორ შეიძლება რუნი დაადანაშაულო რამეში როცა ფორვარდი რამის დაცვაში გვიყენია. ხომ ხედავს რო არ გამოსდის ამ კაცს და ვერ იქნება ეს ახალი სქოულზი და თავის ადგილას რომ დააბრუნოს რამე დაშავდება?

4 მცველით გუნდი ბევრად უკეთესია და ამას თუ ვერ ხედავს საღოლ მაგას. ყოველთვის ესე უცნაურ შემადგენლობას აყენებს და თავის ფილოსოფიებს აბრალებს. მომენატრა გუნდის ნორმალური თამაში, პირველი ტაიმი სვარკა იყო. აი ჯონსის კუთხური მართლა ძაან მაგარი
0
№5
ავტორი: vincent
18 იანვარი 2015 18:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ფილ ჯონსი რომ მანჩესტერის ვარსკვლავი გახდება ამას წყალი არ გაუვა,მომწონს ძალიან ეს ბიჭი (თავარია ტრამვები არ აიკიდოს).
რუნის რაც შეეხება ვეთანხმები გიორგის,ვერ გადავაბრალებ რუნის ცუდ თამაშს,უბრალოდ არ შეუძლია ამ კაცს ამ პოზიციაზე თამაში,როგორც დიმარია ვერ თამაშობს თავდასხმაში.
ფალკაოს და ვან პერსის თუ შევადარებთ,ალბათ ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ პერსი უმეტეს დროს ატარებს მოედანზე და ამიტომაც ააქვს უკეთესი შედეგი. თუმცა ვაღიარებ რომ ძალიან ძლიერი თავდასხმელია.
ფალკაოს თამაშს რაც შეეხება,ნამდვილად უნდა გაეტანა,მაგრამ ვერ გაიტანა,ამაზე მეტი აქვს გამაზული ვან პერსისაც :) თან ფალკაოს აშკარად ეტყობა რომ ძალიან ნერვიულობს მომენტს რომ ვე იყენებს,ესეც გასათვალისწინებლი ფაქტორია,ასეთ სიტუაციაში არაა ადვილი თამაში, როცა იცი რომ 50/50 ზეა შენი დარჩენა არ დარჩენის საქმე კლუბში.
0
№6
ავტორი: Best 7
18 იანვარი 2015 22:26
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Ashkarad sachiroa 4-4-2
0
№7
ავტორი: Count Alucard
18 იანვარი 2015 22:59
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რომელ ბალანსზე ლაპარაკობს ვან გაალი? 4-4-2 ის უბალანსობით ფერგიუსონმა 13 პრემიერ ლიგა მოიგო და იძახოს ამან ბალანსიო. ბალანსი კი არა იმდენად გადაკეტილი აქვს მოწინააღმდეგეს ყველა ზონა რომ 10 კაციან ასტონ ვილასთანაც კი ვერ გავიტანეთ გოლი, დარწმუნებული ვარ სულ რომ 9 კაცით იყოს მოწინააღმდეგე მოედანზე 3-5-2 ნახაზით მოწინააღმდეგეს ვერ დავჯაბნით, თუ ინდივიდუალურად არ გაიბრწყინა რომელიმე ფეხბურთელმა. თუ უნდათ 80% ქონდეთ ბურთის ფლობა რა აზრი აქვს თუ მომენტს ვერ შექმნი, რეალურად რომ შევხედოთ მოედანზე იგივე სურათია რაც მოიესის მანჩესტერის დროს იყო, უაზრო პასები და კარის აღების გეგმის უქონლობა. ის 4-4-2ს მაინც ათამაშებდათ და ამან ეგეც არ გააკეთა და საერთოდ დაიშალა გუნდი.როდესაც დი მაირა გყავს გუნდში ასეთი სისწრაფით და დრიბლიგით გაუშვი რა ის დალოცვილი ფლანგზე და აცადე გააკეთოს თავისი საქმე, გუშინ რა პოზიციაზე იყო ანხელი კაცი შვილი ვერ იტყვის მაგას, მაგის გამო ვერაფრით გავაკრიტიკებთ. რატომღაც შთაბეჭდილება მრჩება რომ ვან გაალი ხვდება რომ არასწორია მაგრამ მაინც ჯიუტად ცდილობს თავისი გაიტანოს, ისეთ რამეს თხოვს ფეხბურთელებს რაც მათ ამპლუაში არ შედის, თუმცა ბევრს არაფერს ამბობს პრესკონფერენციებზე და ვერ გავიგებთ რა ხდება რეალურად გუნდში, იქნებ ცოტა დროის შემდეგ გაამართლოს.
0
№8
ავტორი: AkkRed
19 იანვარი 2015 10:01
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რუნი თავის პოზიციაზე უფრო პროდუქტულია არა როგორც ფორვარდი არამედ როგორც ნახევარმცველი. რუნის სადაც ჩვევია იქ თუ დგას ესეიგი გოლის გატანაც შეუძლია კარში დარტყმაც პასიც ართმევაც და თავის დაცვაც.

რატო ალპობს სკამზე ახალგაზრდებს?
0
№9
ავტორი: DiMaria
19 იანვარი 2015 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
სად არის ამ დროს ჩვენი მესამე ნახევარმცველი? ის სადღაც საჭირო საქმეებზე გავიდა, მაგრამ სად არის ის, ვინც მას აზღვევს?

¯\_(ツ)_/¯


ჰაჰაა wink

ვან გაალს ტაქტიკური ხედვა აქვს, მაგრამ პოზიციურად რაღაცებს მიედ-მოედება. ვერ ვიტან უკვე მის გადაწყვეტილებებს. საზიზღრობებს აკეთებს და უნდა გამოსწოროს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top