თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2015, 16:20
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 1892,
კომენტარები: 8
სევეჯის რჩევა ლუის
ვინ უნდა დატოვოს კლუბი და ვინ დარჩეს.
სევეჯის რჩევა ლუის
"კლას 92"-ის ერთ-ერთმა კურსდამთავრებულმა რობი სევეჯმა თავისი აზრი გამოხატა და განაცხადა, თუ ვინ უნდა წავიდეს და ვინ დარჩეს კლუბში.

"ბოლო დროს გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ რადამელ ფალკაო მომდევნო სეზონშიც "იუნაიტედში" იასპარეზებს. სეზონის ბოლოს კოლუმბიელის და სხვა ბევრი მოთამაშეს ბედი გადაწყდება. მე ჩემს აზრს გამოვხატავ და ვაპირებ ვისაუბრო იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ან უნდა წავიდნენ ან დარჩნენ კლუბში."

ტაილერ ბლეკეტი:

"ძალიან ძნელია მის ბედზე ამ მომენტში რამე თქვა. შეხედეთ იგი საკუთარი თამაშით პირველ გუნდში მოხვდა, მაგრამ ასეთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მწვრთნელის ნდობის გარეშე "მანჩესტერ იუნაიტედში" ვერ ითამაშებს."

ვერდიქტი: იგი უნდა დარჩეს.

მაიკლ კერიკი:

"მაიკლი "იუნაიტედის" ერთ-ერთი ძველი მოთამაშეა. გუნდს იგი ძალიან სჭირდება. მას ახალი კონტრაქტი აუცილებლად უნდა შესთავაზონ."

ვერდიქტი: უნდა დარჩეს.

ტომ ქლევერლი:

"მოგეხსენებათ ქლევერლი "ასტონ ვილაში" იჯარით თამაშობს. ამბობენ, რომ ბირმინგემელები მის გამოსასყიდად 7 მილიონი ფუნტის გადახდას აპირებენ. ეს თანხა ცოტად მეჩვენება, თუმცა ზაფხულამდე ტომის შეძენის სურვილი გაიზრდება."

ვერდიქტი: უნდა წავიდეს.

დარენ ფლეთჩერი:

"ავადმყოფობის გამო დარენს ძალიან ბევრი გაუცდა, ასე რომ მას ფორმის აღსადგენად ძალიან დიდი დრო დასჭირდება. ვფიქრობ, ის უნდა წავიდეს. მის შესაძენად დარწმუნებული ვარ, მთელი რიგი კლუბები დაინტერესდებიან."

ანდერსონი:

"ბრაზილიელი თქვენ წარმოიდგინეთ ისევ კლუბშია, მაგრამ მისი "მოშორება" ძალიან რთულია."

ვერდიქტი: უნდა წავიდეს.

რადამელ ფალკაო:

"მას უზარმაზარი ხელფასი, კვირაში 265 000 ფუნტი აქვს. მისი სავარაუდო ღირებულება კი 43, 5 მლნ ფუნტია. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ იგი მანჩესტერულ კლუბში დარჩეს. ასეთი თანხის გადახდის შემდეგ რადამელმა ძალიან ხშირად უნდა ითამაშოს, სწორედ ამის შემდეგ გამოიღებს მისი თამაში შედეგს. ლუი ვან გაალის "იუნაიტედში" ფალკაოს ძალიან ხშირად სკამზე ჯდომა უწევს. ხოლო სკამისთვის ასეთი თანხის გადახდა უაზრობაა."

ვერდიქტი: უნდა წავიდეს


ეთანხმებით თუ არა სევეჯს?

კი
არა
ნაწილობრივ

ახალი ამბები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2015 16:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"ბრაზილიელი თქვენ წარმოიდგინეთ ისევ კლუბშია, მაგრამ მისი "მოშორება" ძალიან რთულია."


wink

ბოლოს ფალკაოზე რა ლოგიკა იყო ეგ? შენ ის თქვი რატომ უნდა წავიდეს, თორემ სკამისთვის მაგ თანხას რომ არ გადაიხდიან ჩვენც ვიცით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: RedGirl
18 იანვარი 2015 16:59
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ყველაფერს ვეთანხმები ფალკაოს წასვლის გარდა. ჯერ ვერაფერს ვიტყვი

თან პერსის რაღაც ტარმვიანობა აწუხებს და მგონია, რომ კარგად შეეწყობიან ფალკაო და უილსონი. რუნიმ უკვე უკან დაიხია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: GeorgeBest
18 იანვარი 2015 18:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფალკაოს დარჩენა მაგრად მინდა მარა დიდად არ მგონია დატოვონ
0
№4
ავტორი: vincent
18 იანვარი 2015 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
ანდერსონს ეყოს სინდისი და იქნებ თვითონ წავიდეს გუნდიდან,ვეღარავინ ვეღარ იტანს. :)) კოლუმბიელის დარჩენა მეც მინდა,მაგრამ 43 მილიონი და პლიუს ამხელა ხელფასი დღევანდელი ფალკაოსთვის ცოტა მეტია.
0
№5
ავტორი: Best 7
19 იანვარი 2015 00:14
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Falkao unda atamashdes aucileblad tore datovebs klubs!
0
№6
ავტორი: George27
19 იანვარი 2015 02:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
ძალიან მაინტერესებს ფალკაოს წაავლოს შემდეგ ვინ იქნება ძირითადში? ან ვის იყიდიან უფრო მაღალი დონის შემსრულებელს...
0
№7
ავტორი: AkkRed
19 იანვარი 2015 10:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ფალკაო, ანდერსონი, ქლევერლი, ფლეთჩერიდ და შესაძლოა ევანსიც გაუშვას
0
№8
ავტორი: DiMaria
19 იანვარი 2015 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ფალკაო არა და დანარჩენი მოიშოროს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top