თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2015, 11:42
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1487,
კომენტარები: 1
უილსონი გოლის შესახებ
ახალგაზრდა ფეხბურთელი მატჩის შემდეგ.
უილსონი გოლის შესახებ
ჯეიმს უილსონი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში სეზონის პირველი გოლის გატანით მას თავდაჯერებულობა შეემატება.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესვლის შემდეგ ჯეიმსმა "ლოფტუს როუდზე" ქპრ-ს კარი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დალაშქრა. უილსონის პირველ დარტყმულს ლონდონელთა მეკარე, რობერტ გრინი გაუმკლავდა, თუმცა დასწრებაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყველას აჯობა და "ჰალ სიტისთან" გატანილი გოლების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.

"ეს უდიდეს თავდაჯერებულობას შემძენს, რადგან სეზონის პირველი გოლის გატანა ძალიან მიჭირდა. იმედი მაქვს ამ თავდაჯერებულობას მომდევნო მატჩში და სეზონის დარჩენილ ნაწილში თან გავიყოლებ."

"მატჩის შემდეგ გასახდელ ოთახში შესვლისას ყველა მილოცავდა და კარგად მექცეოდა, ასე რომ, დიდებულია."


"მწვრთნელმა მითხრა, რომ თამაშგარეში არ აღმოვჩენილიყავი, რადგან წინა თამაშებში ხშირად ვიმყოფებოდი თამაშგარე მდგომარეობაში: "მცველების ზურგს უკან იდექი, არ აჩქარდე, მოითმინე, შემდეგ კი მოწინააღმდეგ დაცვა სისწრაფის ხარჯზე მოატყუე." აი ეს ყველაფერი გავაკეთე გოლის გასატანად."

"ჩვენი დაცვა დღეს შესანიშნავი იყო და ვწუხვარ ჯონი ევანსის გამო, რომ ტრავმა მიიღო. დე ხეა შესანიშნავ ფორმაში მოედნის ჩვენს ნახევარზე ძალიან გვეხმარება, ისღა დაგვრჩენია ჩვენი საქმე მეტოქის ნახევარზე ვაკეთოთ."
- განაცხადა უილსონმა.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
1 კომენტარი
№1
ავტორი: itymyn
30 ივლისი 2016 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top