თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2015, 11:44
ავტორი: Wardell,
ნანახია: 1708,
კომენტარები: 10
უილსონი: "ძალიან ბედნიერი ვარ!"
ჯეიმს უილსონის ინტერვიუ.
უილსონი:
ჯეიმს უილსონი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" რიგებში სეზონის პირველი გოლის გატანით მას თავდაჯერებულობა შეემატება.

მეორე ტაიმში შეცვლაზე შესვლის შემდეგ ჯეიმსმა "ლოფტუს როუდზე" ქპრ-ს კარი მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დალაშქრა. უილსონის პირველ დარტყმულს ლონდონელთა მეკარე, რობერტ გრინი გაუმკლავდა, თუმცა დასწრებაზე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ყველას აჯობა და "ჰალ სიტისთან" გატანილი გოლების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.

"ეს უდიდეს თავდაჯერებულობას შემძენს, რადგან სეზონის პირველი გოლის გატანა ძალიან მიჭირდა. იმედი მაქვს ამ თავდაჯერებულობას მომდევნო მატჩში და სეზონის დარჩენილ ნაწილში თან გავიყოლებ."

"მატჩის შემდეგ გასახდელ ოთახში შესვლისას ყველა მილოცავდა და კარგად მექცეოდა, ასე რომ, დიდებულია."


"მწვრთნელმა მითხრა, რომ თამაშგარეში არ აღმოვჩენილიყავი, რადგან წინა თამაშებში ხშირად ვიმყოფებოდი თამაშგარე მდგომარეობაში: "მცველების ზურგს უკან იდექი, არ აჩქარდე, მოითმინე, შემდეგ კი მოწინააღმდეგ დაცვა სისწრაფის ხარჯზე მოატყუე." აი ეს ყველაფერი გავაკეთე გოლის გასატანად."

"ჩვენი დაცვა დღეს შესანიშნავი იყო და ვწუხვარ ჯონი ევანსის გამო, რომ ტრავმა მიიღო. დე ხეა შესანიშნავ ფორმაში მოედნის ჩვენს ნახევარზე ძალიან გვეხმარება, ისღა დაგვრჩენია ჩვენი საქმე მეტოქის ნახევარზე ვაკეთოთ."
- განაცხადა უილსონმა.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
18 იანვარი 2015 11:46
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ჰმ.. რატო არ იქნები რა მანჩესტერში თამაშობ და შევროლეთი დარბიიხარ yahoo2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: RojoDiablo
18 იანვარი 2015 11:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გამიხარდა რომ გაიტანა და ისიც მიხარია ვან გაალი ამაში კოზირს რომ ხედავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Rosso Diavolo
18 იანვარი 2015 11:50
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძალიან კარგია, რომ ვან გაალი სათამაშო პრაქტიკას აძლევს დარწმუნებული ვარ უმაღლესი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდება
0
№4
ავტორი: Best 7
18 იანვარი 2015 11:59
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Wilsoni umagresi talantis mqone fexburtelia, magram ianuzaisac misces shansebi!
0
№5
ავტორი: AkkRed
18 იანვარი 2015 12:23
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამას თუ ათამაშებს იანუზაიმ რა დაუშავა
0
№6
ავტორი: Esi
18 იანვარი 2015 14:39
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ეს ძაან კლასნი გაიზრდება. ყველაფერი აქვს საამისოდ და რაც მთავარია მწვრთნელის ნდობაც აქვს.

აი იმ ცალფეხა სწორხაზოვან და ცალტვინა ვალენსიას მაგივრად ფლანგზე იანუზაიმ ირბინოს, ერთ მოტყუებულ და ერთ ზუსტ ჩაწოდებას მაინც ვიხილავ 90 წუთის განმავლობაში
0
№7
ავტორი: RedGirl
18 იანვარი 2015 16:42
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ვაიმე შენ შემოგევლე რა გაბრწყინებული სახე აქვს love wink

გილოცაავ ! კარგი ბიჭი იზრდები და არ შეწყვიტო პროგრესი :დ <3

ძაან გამიხარდა ამის გოლი !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: GeorgeBest
18 იანვარი 2015 17:44
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ფალკაოს შეეგდო მაინც, გოლს და ასისტს დადებდა winked
0
№9
ავტორი: George27
19 იანვარი 2015 02:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
კარგი ფეხბურთელი გაიზრდება და მერე რეალი დაუწყებს ჩალიჩს =)))))
0
№10
ავტორი: DiMaria
19 იანვარი 2015 10:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
თასზე ძირითადში მანახეთ ეს კაცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top