აკადემიის მოთამაშეებმა "მანჩესტერულ დერბიში" დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწიეს.
შაბათს 17 იანვარს, აონის სამწვრთნელო ბაზაზე გაიმართა პრემიერ ლიგის მატჩი, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "მანჩესტერ სიტის" აკადემიის მოთამაშეები შეხვდნენ.
"პატარა დერბის" მატჩი მეტად საინტერესო, დაძაბული და უხვგოლიანი გამოდგა. მატჩის მე14 წუთზე "სიტი" წინ გავიდა, თუმცა თერთმეტ წუთში "ეშკამებმა" გაათანაბრეს და ამდენივე დროში მოახერხეს წინ გასვლა. პირველ ტაიმს ისეთი პირი უჩანდა, თითქოს ანგარიში უცვლელი დარჩებოდა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში "ეშმაკებმა" კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს და გასახდელში ორ ბურთიანი ფორა გაიყოლეს.
სცენარი არ შეცვლილა არც მეორე ტაიმში. მეორე ტაიმის დაწყებიდან 8 წუთში "სიტიმ" ანგარიში მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა ამის მეტი ღირებული მათ აღარ გაუკეთებიათ. ჯერი "წითლებზე" დადგა. გაშვებული გოლიდან 7 წუთში სტატუსქვო აღსდგა და უფრო მეტიც, მატჩის დამთავრებამდე სამი წუთით ადრე "იუნაიტედმა" ბოლო, მეხუთე ბურთის გატანა შესძლო.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 5 - 2 "მანჩესტერ სიტი" (U18)გოლები: რედმონდი26, ჰამილტონი37, უილიამსი46, რაშფორდი60, დარნლი87. - ფაორი14, კონგოლო53
იუნაიტედის შემადგენლობა:ჰენდერსონი. რიდი, ტუანზებე, უილიამსი, ბორდვიკ - ჯექსონი. რაილი, ფოსუ-მენსა(კროსკერი90), სკოტი, რედმონდი, ჰამილტონი(დარნლი85). რაშფორდი.
შეცვლაზე არ შემოსულან: ბარნი, რაზბოუნი, გრიდინი.
სატურნირო ცხრილში "იუნაიტედი" მე-4 პოზიციას იკავებს და ლიდერ "მიდლსბროს" 10 ქულით ჩამორჩება.
"იუნაიტედის" აკადემია შემდეგ ტურში "ვულვერჰემპტონს" ესტუმრება. მატჩი 24 იანვარს 15:30ზე გაიმართება.
წყარო:
Manut.com