თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2015, 23:25
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 1983,
კომენტარები: 5
რა კრიტერიუმით შეაფასებს ფალკაოს ვან გაალი?
რაზეა დამოკიდებული კოლუმბიელის ბედი
რა კრიტერიუმით შეაფასებს ფალკაოს ვან გაალი?
შეგახსენებთ, რომ "სოტონთან" მატჩში, ფალკაო განაცხადში ვერ მოხვდა, მაგრამ სამაგიეროდ, დღეს მან თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ "წითელმა ეშმაკუნებმა" ორი ბურთის სხვაობით დაამარცხეს მეტოქე, თავად რადამელმა თავის გამოჩენა ვერ შეძლო.

ვან გაალს მხოლოდ გატანილი ბურთები არ აკმაყოფილებს, მის მთავარ ინტერესს გოლების რაოდენობა წარმოადგენს. სწორედ ამ შედეგის მიხედვით გადაწყვეტს "მანჩესტერის" თავკაცი "მონაკოდან" იჯარის წესით გადმოსული კოლუმბიელი ფორვარდის ბედს.

"პირველ ტაიმში ჩვენ მხოლოდ ერთი მომენტი შევქმენით, რომელიც ვფიქრობ, რომ ფალკაოს აუცილებლად უნდა გამოეყენებინა და გოლი გაეტანა. ამას გარდა, მას სამი მომენტი ჰქონდა მეორე ნახევარში."

"არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ მე რას ვფიქრობ ფალკაოზე. მას სურს გოლების გატანა. მე რადამელზე უნდა ვიმსჯელო იმით, თუ როგორ თამაშობს და რამდენი გოლი გააქვს - ეს ფორვარდის შესაფასებლად მთავარი ასპექტია. მაგრამ ჩემთვის, გოლების გატანასთან ერთად, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ის იყოს საყრდენი წერტილი თავდასხმაში. მე კი ვფიქრობ, რომ მან ამ დავალებას კარგად გაართვა თავი"
,-ციტირებს ვან გაალის სიტყვები.

რაც შეეხება თამაშს, ვან გაალი თვლის, რომ მისმა გუნდმა მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესი წარმოდგენა აჩვენა. "იუნაიტედის" გარდაქმნაში კი ერთ-ერთი მთავარი როლი ტაქტიკურმა ცვლილებებმა ითამაშა.

"პირველ ტაიმში ჩვენ ისე ვითამაშეთ, როგორც ეს "ქპრს" სურდა. ზუსტად იმავეს ვიმეორებდით რასაც ისინი, ვთამაშობდით ჰაერში, გრძელი გადაცემებით. "ქპრმ" ამაში გვაჯობა."

"მეორე ტაიმში შევცვალეთ განლაგება. ესეც დაგვეხმარა, მაგრამ თამაშს იგებენ მოთამაშეები. მათ უბრალოდ მინდორზე ტაქტიკის დემონსტრირება უნდა მოახდინონ. ამის მაღალ დონეზე შესრულება კი ყოველკვირეულად რთულია."

"ვფიქრობ, რომ როცა იგებ, ყველა ჩვენგანი ბედნიერია და თავს გაცილებით უფრო კომფორტულად გრძნობს. ბოლო თამაშში, სამწუხაროდ, "საუთჰემპტონთან" დავმარცხდით, მიუხედავად იმისა, რომ ვითამაშეთ უკეთ და უკეთესი მომენტები გვქონდა"
,-დაასრულა ვან გაალმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2015 23:28
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე კი ვფიქრობ, რომ მან ამ დავალებას კარგად გაართვა თავი",


ბოდიშიო რადამელ! დღეს მონდომებას არავინ უკარგავს, მაგრამ მონდომებული ყოველთვის იყო. უბრალოდ პასებს ვერ აკეთებდა, მომენტებს ვერ ასრულებდა და ბურთს ფეხს აცილებდა. კარგად ითამაშა რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: gilmour
17 იანვარი 2015 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
რუნის და ფალკაოს ვერ ვეღირსე ერთად თავდასხმაში. ისე მართლა მიკვირს ფალკაოსგან მომენტების გაფუჭება, არადა მაგაზე უკეთესად სულ რამდენიმე ფეხბურთლეს თუ შეუძლია მომენტის დასრულება.
0
№3
ავტორი: AkkRed
17 იანვარი 2015 23:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

დღეს უილსონი იყო ყველაზე კარგი, დანარჩენები არ ვარგოდნენ
0
№4
ავტორი: PaLoMo
18 იანვარი 2015 00:15
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4061
Dymbalac ar ari cudi :-D romas sheugda ukve:-D imedia imas viyidit momwons ukve tan 3-5-2 taqtikaze ivargeba 3-5-1-1 taqtikit tamashobs palermoda:-)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: DiMaria
19 იანვარი 2015 10:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გოლებით უნდა განსაჯო აბა სხვა რით?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top