თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2015, 13:48
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1692,
კომენტარები: 8
ვან გაალი: "დაცვა ქებას იმსახურებს"
ლუი ვან გაალი დაცვის შესახებ.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი აცხადებს, რომ მისი გუნდის დაცვა არა თუ კრიტიკას, არამედ ქებას იმსახურებს, რადგან უკანასკნელ 12 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ 7 გოლი გაუშვა.

"თქვენ მხოლოდ დაცვის ორგანიზებულობა არ უნდა განსაჯოთ. მაგალითად, "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ ბურთის ფლობის 60%-ანი მაჩვენებელი გვქონდა. ჩვენ ვდომინირებდით, მაგრამ დავმარცხდით და რა თქმა უნდა შედეგი ყოველთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია."

"დაცვის შესახებ ყველა აცხადებდა, რომ მე სათანადო მცველები არ მყავდა, მაგრამ ამას ვეღარ დაწერენ, რადგან 12 მატჩში 7 გოლის გაშვება თავისთავად არის უკვე კარგი შედეგი."


"ხალხი, განსაკუთრებით კი პრესაში მომუშავე ხალხი ბევრ რამეს ამბობს, მაგრამ ჩვენ 12 მატჩში მხოლოდ ერთხელ დავმარცხდით და ისიც 0-1. თანაც, თუ თამაშს უყურებთ, ნახავთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უკეთესი გუნდი იყო. ეს კი იმდენად ცუდი აღარ არის. გაზეთებში წავიკითხე, რომ თვის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაზე წარმადგინეს, ასე რომ, ყველაფერი ისე ცუდად არ არის, როგორც მედია წერს." - განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2015 13:50
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
12 თამაშში შვიდი გოლი რომ გვაქვს გაშვებული ეგ დე ხეას დამსახურებაა და არა დაცვის. ვერავინ იტყვის, რომ მოწინააღმდეგის შეტევას ერთი მეორეს მიყოლებით ვახშობდით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
17 იანვარი 2015 14:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამას ვინმემ უთხარით კარში ვინ დგას areyoukiddingme
0
№3
ავტორი: Wardell
17 იანვარი 2015 14:04
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
აუუუ ამას ვიღაც უზის და ეუბნება რო ძაან მაგრა თამაშობთო და ესეც უჯერებს მგონი :/ ოეეეეეე გამო გარეთ გელოდები cerealguy
0
№4
ავტორი: vincent
17 იანვარი 2015 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
რა კაცია ვან გაალი wink ეგ დაცვის კიარა დეხეას დამსახურებაა. არ გადააწერა უცებ დაცვას დეხეას შედევრები. wink
0
№5
ავტორი: GeorgeBest
17 იანვარი 2015 16:15
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვალდესი გვყავს ეხლა ნაკლებს გავუშვებთ

და ბურთის ფლობა რო გვქონდა სოტონთან მერე რა, რა გავაკეთეთ მაგ თამაშში
0
№6
ავტორი: Jorbe-Jorbe
17 იანვარი 2015 17:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
RojoDiablo,
მეც გეთანხმები, დეხეას დამსახურება უფრო ეგ ვიდრე დაცვის. მაგრამ ერთი კითხვა ამასთან ერთად ბატონ ლუის...
ასეთი შეტევის ხაზი რომ გვყავს და ამასთან შედარებით ცოტა გოლი გვაქვს გატანილი არაფერიაა?? ამაზე რატო არ ამახვილებს ყურადღებას ???
0
№7
ავტორი: lefty
17 იანვარი 2015 23:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
მოგი***ნ ტაქტიკა და თამაშის დინამიკა მისტერ ლუი
0
№8
ავტორი: DiMaria
19 იანვარი 2015 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
Jorbe-Jorbe,
უტყდება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top