თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2015, 10:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2294,
კომენტარები: 11
სევეჯი: "განსხვავებას ვერ ვხედავ"
რობი სევეჯისთვის "იუნაიტედი" არაფრით განსხვავდება წინა წლის გუნდისგან.
სევეჯი:
კლას 92-ს წევრმა, რობი სევეჯმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

"დრო მოვიდა ფაქტებს სახეში შევხედოთ და რამდენიმე მითი დავამსხვრიოთ. სეზონი შუამდე მივიდა და "იუნაიტედი" არაფრით სჯობია იმ გუნდს, რომელიც წინა წელს იყო. მათი სტატისტიკური მაჩვენებლები ფაქტიურად იდენტურია, მაგრამ არსებობს ერთი დიდი განსხვავება: ლუი ვან გაალმა ბაზარზე 150 მლნ. ფუნტი დახარჯა და დიდძალ ხელფასს იღებს.

რა არის ეს "ფილოსოფია", რომელსაც ჰოლანდიელი ასე ჯიუტად იმეორებს? გინდათ მითხრათ, რომ "იუნაიტედი" უკეთესია, ვიდრე დევიდ მოიესის დროს იყო. გასულ უქმეებზე "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩში ვერც ერთხელ ვერ დაარტყეს კარში - დამეთანხმეთ, გუნდისგან, რომლის საერთო ღირებულება 274 მლნ. ფუნტია უფრო მეტი გსურთ.

თუ ვან გაალის ფილოსოფია სამი მცველით თამაშში მდგომარეობს, დროა მიხვდეს, რომ არ ამართლებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასეთი ტაქტიკით თამაშისას "იუნაიტედი" 36% შემთხვევაში იმარჯვებს. სხვათაშორის, უფრო ჩვეულებრივი ტაქტიკის შემთხვევაში გუნდს 80%-ანი გამარჯვება აქვს. თუ ლუი გაჯიუტდება, კლუბი ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩება.

თუ ლუი ვან გაალმა უფრო ძლიერი გუნდი შექმნა, რატომ აქვთ გატანილი ნაკლები რაოდენობის გოლი და დარტყმული ნაკლები რაოდენობის ბურთები, ვიდრე გასულ წელს? პირადად ჩემთვის ახლანდელი და წინა წლის "იუნაიტედი" მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ ვან გაალმა დიდძალი თანხა დახარჯა."

"მიმდინარე სეზონში მათი ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა "ნიუკასლის" წინააღმდეგ მატჩია. ეს მატჩი კი დაასრულა შემადნგელობამ, რომელშიც ვან გაალის არც ერთი ტრანსფერი არ შედიოდა. არავინ უარყოფს მანჩესტერული კლუბის "გალაქტიკოსობის" უნარს, მაგრამ დარჩება კი მასში კლუბის მიერ აღზრდილი ფეხბურთელის ადგილი?

ყველა აცხადებს, რომ ვან გაალს შესანიშნავი წარსული აქვს, მაგრამ ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ინგლისში წარმატებას მიაღწევ. გაიხსენეთ ფერნანდო ტორესი, რომელიც "ჩელსიში" გადასვლამდე შესანიშნავ შედეგებს აჩვენებდა."

თუ გგონიათ, რომ კლუბზე ასე მხოლოდ იმიტომ ვსაუბრობ, რომ მასში ადგილი ვერ დავიმკვიდრე, ძალიან შემცდარხართ. ძალიან მინდა "იუნაიტედმა" წარმატებას მიაღწიოს. მაგრამ მიაღწევს კი გუნდი წარმატებას, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში ერთხელ ვერ ურტყამს კარში? ეჭვი მეპარება."
- განაცხადა სევეჯმა.

სევეჯი: "განსხვავებას ვერ ვხედავ"


წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
17 იანვარი 2015 10:31
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არის რაღაც სიმართლის მარცვალი, მოიესის დროს შეტევის წამოწყება მენატრებოდა, იმიტომ რომ არ უყვარდა კაცს შეტევა ელოდებოდა როდის გაგვიტანდენ ერთ გოლს მერე დაცვაში ჩამჯდარიყო და არ გაეშვა მეტი ბურთი, თუნდაც ოლდ ტრაფორდზე ჩვენს მოსისხლე 2 მტერს (ლივერპულს და სიტიზე) ეთქვა ისინი არიან ფავორიტები. მოიესს უყვარდა 1 თამაში 80 უიმედო ჩაწოდების გაკეთება. არც ახლაა მთლად კარგი მდომარეობა ეხლა ვუტევთ, მაგრამ არ ვურ***მთ, ჩაწოდებები გვაქვს ნაკლები და ესეც უხეირო. ეტყობა გუნდს, რომ აღმავლობის ხანა ეწყება. 150 მილიონიანი ხარჯვის და ფუფუნების შემდეგ მართლა უნდა იყოს ისეთი კარში დარტყმა, რომ კარი შეაზანზაროს.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2015 10:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
კარგი, კარგი! ასეც ნუ გავასწორებთ მიწასთან. ვერ დავარტყით კარში ერთია, მაგრამ შარშან ყველა რომ გვიგებდა ვისაც არ ეზარებოდა ეს დაგვავიწყდა? კარში არ წავიდა ესეც ვან გაალის ბრალია? ხუანმა ფეხები ვერ გაასწორა, თორემ მომენტები არ გვქონდა თუ რა? ვან გაალმა მოიესისგან განსხვავებით გუნდში დანერგა ტაქტიკა და გუნდმა ის მაინც იცის როგორ ითამაშოს. შარშან ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდათ ვინ სად დარბოდა და რას აკეთებდნენ. სქემა არ ჰქონდა ამიანს. კომბინაციური გოლი გახსოვთ შარშან გატანილი? ალბათ ძალიან ცოტა. ფული რომ დახარჯა სამაგიეროდ ტრავმები ჰქონდა აურაცხელი. ახლა დაბრუნდნენ და თანდათან გამოჩნდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Best 7
17 იანვარი 2015 11:43
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Mtlad egreec ar aris, mtavaria moashoros 3 mcveliani taqtika!
0
№4
ავტორი: DiMaria
17 იანვარი 2015 11:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რა მიწასთან გაასწორა ვან გაალი. რაღაც შეცდომები ალბათ აქვს, მაგრამ მოიესთან შედარება როგორ შეიძლება
0
№5
ავტორი: bziki
17 იანვარი 2015 11:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ძალიან ბევრის თქმა შეილება პირველ რიგში ის რო მოიესი ნამდვილად გასაშვები იყო. ვან გაალს რაც შეეხება იმით ვარ მადლიერი რო ტრანსფერები მაინც გააკეეთა დაბალი ავტორიტეტის მწვრთნელი ესეთ ტრანსფერებს ვერასდროს გააკეთებს. სხვა საქმეა რო სტილი მეზიზღება ვან გაალის გინდ 4 მცველზე გადავიდეს ამ უაზრო ბურთის გორებას საკუთარ ნახევარზე მაინ არ მოიშლის.
0
№6
ავტორი: vincent
17 იანვარი 2015 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 273
სევიჯს ვეთანხმები გარკვეულწილად,მაგრამ მოიესის დროინდელ გუნდს აშკარად ჯობია დღევანდელი მანჩესტერი. დრევანდელი მანჩესტერის კრიტიკას კი ისიც განსაზღვრავს რომ ძალიან დიდი ფული დახარჯა ტრანსფერებზე და ის შედეგი არაა რასც ველოდით,თამაშის ხარისხიც დაბალია.

ხოო მართლა თუ არ იცოდით გეტყვიტ რომ ყველაზე სწრაფი გარბენი დღევანდელი ფეხბურთელებიდან ანტონიო ვალენსიას ქონია. მარტო მანჩესტერის გუნდში კიარა,საერთოდ. :) 3d_5
0
№7
ავტორი: Svanii
17 იანვარი 2015 14:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
exla vinmem ardaiwyos moiess es fexburtelebi ro yoloda uketess tamashs achvenebdao. bazari araa mec armindoda imis wasvla droiyo mara eg warsulia axla vangaalis unda gvjerodes da yovel wagebaze da nichiaze arunda vidAxdet vangaal out an msgavsi ram.
0
№8
ავტორი: GeorgeBest
17 იანვარი 2015 16:19
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
3 მცველზე ვეთანხმები და მგონი ყველა ამას ფიქრობს. დროა მგონი დაივიწყოს ეს ფილოსოფია და თავია ტაქტიკა რომელიც ვაბშე არ ამართკებს
0
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
17 იანვარი 2015 17:46
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ნუთუ მის ყურამდე არ მიდის ეს ხმები რომ ყველა უმაყოფილოა 3 მცველიანი ტაქტიკით???
0
№10
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2015 23:40
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Jorbe-Jorbe,
კი მიდის, მაგრამ ფეხებზე ჰკიდია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top