ლონდონელების თამაშისა და ტაქტიკის განხილვა.
"წითელი ეშმაკები" შაბათს "ლოფტუს როუდზე" სამი ქულისთვის ჩავლენ. გასვლით მატჩებში ჩვენი თამაში უკეთესის სურვილს ტოვებს, მაგრამ ქპრ შესანიშნავ კანდიდატად მოსჩანს ახალი წაუგებელი სერიის დასაწყებად.
გუნდი ამჟამად პრემიერ ლიგის ცხრილში მე-19 ადგილს იჭერს, ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებს. 20 დეკემბრის შემდეგ არც ერთი გამარჯვება არ მოუპოვებიათ - იმ დღეს "ვესტ ბრომვიჩი" დაამარცხეს 3:2. საშინაო არენაზე ქპრ უკეთ თამაშობს. თითქოს რთული მატჩი არ უნდა იყოს, მაგრამ არასდროს იცი რა ენერგიით ათამაშდება ქპრ. ნაკლებად სარწმუნოა, მაგრამ შესაძლოა აუტსაიდერმა "იუნაიტედს" დიდი წინააღმდეგობა გაუწიოს, თუმცა მანჩესტერელებს ბოლო პერიოდში აღარავისთან გამოსდით იოლად თამაში.
წამყვანი ფეხბურთელებიჩარლი ოსტინი პრემიერ ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მიღების შემდეგ მეცხრე ცაზე უნდა იყოს. ჩარლი ბომბარდირად არის დაბადებული და გოლის გატანისკენ სწრაფვისას საჯარიმოსა და მის ფარგლებს გარეთ თავისუფალი ზონების მოძებნას ეცდება. ოსტინი ნამდვილად არ არის ქპრ-ს ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი, მაგრამ მას მცველების მოტყუება შეუძლია, ამიტომ ჩვენმა დაცვამ მას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. ქპრ-ს გოლების გატანა უჭირს, ამიტომ მათი მთავარი ბომბარდირი ჩვენი მთავარი ხიფათი იქნება.
ლეროი ფერი, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ გასაოცარი სილამაზის გოლი გატანა ქპრ-ს ნახევარდაცვის წამყვანი ფიგურა გახდა. ის სწრაფია, ფიზიკურად ძლიერი და შეუძლია როგორც შეტევა, ისე თავდაცვა. შესანიშნავი დარტყმისა და ფიზიკური სიძლიერის მქონე ლეროი დე ხეას კარს პირველივე წუთებიდან დაემუქრება. არ შეიძლება მისთვის საჯარიმოს სიახლოვეს ბურთით მშვიდად მოქმედების ნების დართვა, რადგან მისი ნებისმიერი დარტყმა შესაძლოა გოლად იქცეს.
ედუარდო ვარგასი - სწრაფი ტექნიკური ფეხბურთელი. ის შეეცდება მცველებს პრობლემები შეუქმნას. შეუძლია თავისუფალი ზონების მოძიება და მათში მაქსიმალურად მომგებიანად იყენებს სისწრაფეს.
ტრავმირებული და მიუწვდომელი ფეხბურთელები: სანდრო, იონი და ტრაორე მატჩს გამოტოვებენ. აისახება თუ არა ეს მატჩზე, რთულად სათქმელია, თუმცა "იუნაიტედის" მოთამაშეების კალიბრის ფეხბურთელები ამ მატჩში განსაკუთრებული სირთულის გარეშეც უნდა იმარჯვებდნენ.
ტაქტიკა:თუ სატურნირო ცხრილში მათ ადგილს გავითვალისწინებთ, ქპრ ნამდვილად არ თამაშობს მიწაზე ყველაზე ლამაზ ფეხბურთს. ეს, რა თქმა უნდა, არ არის "სტოკ სიტი", მაგრამ ბევრ გრძელ გადაცემებს იძლევიან. ლონდონური კლუბი საგოლე მომენტების შესაქმნელად თავისი ფეხბურთელების სისწრაფეს გამოიყენებს. სამართლიანი იქნება შემდეგს თქმა: როგორც არ უნდა ითამაშონ, "იუნაიტედს" პრობლემები არ უნდა შეექმნას.
გამარჯვება აუცილებელია, რადგან "არსენალს" გადასწრების, ხოლო "საუთჰემპტონს" ჩვენგან ძალიან შორს წასვლის საშუალება არ უნდა მივცეთ.
წყარო:
carrick.ru