თბილისი:
მანჩესტერი:
17-01-2015, 13:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1653,
კომენტარები: 6
ფელაინი ბრძოლისთვის ემზადება
მარუან ფელაინი ადგილის დასამკვიდრებლად იბრძოლებს.
ფელაინი ბრძოლისთვის ემზადება
მარუან ფელაინი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ქპრ-ს საწყისი წუთებიდან უნდა შეუტიოს.

"ოლდ ტრაფორდზე" წინა ტურში განცდილი მარცხის შესახებ ფელაინიმ განაცხადა: "როცა გოლი მივიღეთ, უკანასკნელ 15 წუთში მომენტები შევქმენით. ამჯერად კი პირველივე წუთებიდან მზად უნდა ვიყოთ და დიდი ზეწოლა მოვახდინოთ, რათა შანსები შევქმნათ."

ფელაინის გამოჯანმრთელებამ ლუი ვან გაალს ნახევარდაცვის ხაზში კიდევ უფრო მეტი არჩევანი შესძინა. ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ბელგიელი ნახევარმცველი "საუთჰემპტონთან" მატჩში შეცვლაზე შეუშვა და ფელაინიმ შეტევაში დაიჭირა ადგილი.

"მწვრთნელმა მითხრა, რომ საჯარიმოში მეთამაშა და ჩაწოდებების დროს ორთაბრძოლები მომეგო. ეს გავაკეთე, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ, ასე რომ, იმედგაცრუებულნი ვიყავით. წაგება რთულია."

ხუთი მატჩის გამოტოვების შემდეგ მარუანმა განაცხადა, რომ ის ფორმაშია და მწვრთნელს მოთხოვნის შესაბამისად ნებისმიერ დროს დაეხმარება.

"დაბრუნება კარგი იყო, თავს უკეთ ვგრძნობ. ხერხემალი დავიზიანე და ძალიან ავად ვიყავი, მაგრამ ახლა უკეთ ვარ და ყოველდღიურად ვვარჯიშობ, რათა ფორმაში ვიყო. როცა სამი კვირის განმავლობაში არაფერს აკეთებ, დაბრუნება რთულია, ასე რომ, ბევრი უნდა ვივარჯიშო."

"მიმდინარე კვირაში თითოეულმა ჩვენგანმა იშრომა და ვნახეთ, თუ როგორ თამაშობს ქპრ. ისინი ძალიან პირდაპირ თამაშობენ, ამიტომ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. მაგრამ გოლის გასატანად შანსების შექმნა შეგვიძლია, ასე რომ, უნდა ჩავიდეთ იქ და ეს გავაკეთოთ."
- განაცხადა მარუანმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
6 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2015 08:41
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ერთი გამახსენეთ ამან როდის მოიგო მეორე სართულზე ორთაბრძოლა, რომელსაც შემდეგ მომენტი მოჰყვა. ან მე მჭირდება ბილობილი, ან ამას.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
17 იანვარი 2015 13:42
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

ამის ბოლო თამაშების სტატისტიკა ვნახე მეორე სართულზე, ბოლო 5 თამაშის განმავლობაში ჯამში 25% აქვს მოგებული მეორე სართულზე ბრძოლა ჩვენს ნახევარზე, მაგრამ 69% აქვს მოგებული მოწინააღმდიგის ნახევარზე.
0
№3
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2015 13:49
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე რაც მახსოვს სოტონთან ერთი ნორმალურად ვერ მოიგო თავზე თამაში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: GeorgeBest
17 იანვარი 2015 16:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხოო წინაზე თავი არ გაგიმაზავს :-D. დღეს მგონია რო სასტარტოში დაიწყებს
0
№5
ავტორი: Jorbe-Jorbe
17 იანვარი 2015 17:42
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ყველაზე პოზნიიიიიიიიიიიიიიიიი ხარ ბუჩქი
0
№6
ავტორი: DiMaria
19 იანვარი 2015 10:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
კი დასცხხო დაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top