თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2015, 20:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2338,
კომენტარები: 9
"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)
დღევანდელი მატჩის პრევიუ
"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სტადიონი: "ლოფტუს როუდი", ლონდონი
მონაცემი: ინგლისის პრემიერ ლიგა, 22-ე ტური
თარიღი: შაბათი, 17 იანვარი, 2015 წელი
მთავარი მსაჯი: ნეილ სუორბრიკი
მატჩის დასაწყისი: 19:00, (ჩვენი დროით)

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ქპრ"

ტრავმირებულები: რანიერი, ფაურლინი, სანდრო, იუნი, ტრაორე
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: რიო ფერდინანდი
განაცხადი: Green, Isla, Dunne, Caulker, Hill, Vargas, Henry, Barton, Fer, Taarabt, Austin, Phillips, McCarthy, Onuoha, Mutch, Zamora, Zarate, Kranjcar.

ლონდონელთა გუნდში ტრავმის მოშუშების შემდეგ ნიკო კრანჩარი ბრუნდება. ხოლო თამაშს არმანდ ტრაორე, სანდრო და იუნი გამოტოვებენ .


"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: იანგი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: ვან პერსი
განაცხადი: De Gea, Lindegaard, Valdes, Vermijl, Blackett, Shaw, Smalling, Evans, Rojo, Jones, McNair, Rafael, Pereira, Blind, Fellaini, Fletcher, Herrera, Valencia, Lingard, Anderson, Carrick, Powell, Januzaj, Di Maria, Mata, Falcao, Rooney, Van Persie, Wilson, W Keane.

"ქპრ-ს" წინააღმდეგ თამაშის მცირე შანსი აქვს რობინ ვან პერსის, რომლის შესახებაც ვან გაალმა განაცხადა, რომ ფორვარდს უმნიშვნელო ტრავმა აქვს. თუ რობინი მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს, მის ადგილს ფალკაო ან უილსონი დაიკავებს. დაზიანებები საბოლოოდ განიკურნეს როხომ და რაფაელმა, ხოლო იანგი ჯერ-ჯერობით ლაზარეთში რჩება.


"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ქპრ"


მე-19 ადგილი, 19 ქულა
"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: წ-მ-წ-ფ-ფ-წ
"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ქპრ პრემიერ ლიგაში ზედიზედ 4 მატჩის განმავლობაში ვერ ახერხებს გამარჯვებას - სექტემბერი-ოქტომბრის შემდეგ ეს ყველაზე ცუდი შედეგია, მაშინ ლონდონელები 5 მატჩის განმავლობაში ვერ იმარჯვებდნენ.

ქპრ სახლში 19 ოქტომბრის შემდეგ არ მარცხდება. უკანასკნელად "ლოფტუს როუდზე" გამარჯვება "ლივერპულმა" მოიპოვა, რის შემდეგაც რედნაპის შეგირდებმა 4 გამარჯვება და 1 ფრე მოიპოვეს. ამ პერიოდში უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "ჩელსისა" და "სიტის" აქვთ.

რედნაპის გუნდს სატრუნირო ცხრილში მაღალ საფეხურზე მყოფი გუნდები ჯერ არასდროს დაუმარცხებია და მათ წინააღმდეგ კარი "მშრალად" არასდროს შეუნახავს.

ქპრ მიმდინარე სეზონში კარის ხაზიდან პრემიერ ლიგის სხვა გუნდებთან შედარებით ყველაზე მეტჯერ იგერიებს ბურთს - 6-ჯერ.

ლონდონური გუნდი პრემიერ ლიგის ერთადერთი კლუბია, რომელიც პირველ 15 წუთში გოლს ვერ იტანს.

მიმდინარე სეზონში ქპრ მოწინააღმდეგეს ყველაზე მეტად არტყმევინებს კარის მიმართულებით - 118 დარტყმა.

მიმდინარე სეზონში ქპრ-მ 37 გოლი გაუშვა - ყველაზე მეტი პრემიერ ლიგაში.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


მე-4 ადგილი, 37 ქულა
"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


უკანასკნელი 6 შეხვედრა: მ-ფ-მ-ფ-ფ-წ
"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გასულ ტურში "საუთჰემპტონთან" მატჩის შემდეგ "იუნაიტედის" 10 მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა.

პრემიერ ლიგის უკანასკნელ 5 შეხვედრაში "იუნაიტედმა" მხოლოდ 6 ქულა აიღო - 1 მოგება, 3 ფრე, 1 მარცხი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" უკანასკნელ 5 გასვლით შეხვედრაში არ დამარცხებულა, მაგრამ სამი მათგანი ფრედ დასრულდა. გასვლით შეხვედრაში "იუნაიტედი" უკანასკნელად "სიტის" წინააღმდეგ დამარცხდა.

პრემიერ ლიგის უკანასკნელ 3 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ 1 გოლი გაიტანა.

21 ტურის შემდეგ ვან გაალის გუნდს იმდენივე ქულა აქვს დაგროვილი, რამდენიც დევიდ მოიესის გუნდს ჰქონდა გასულ წელს ამავე ეტაპზე - 37 ქულა.

ლონდონში გამართულ უკანასკნელ 19 მატჩში "იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა - 11 გამარჯვება, 7 ფრე, 1 მარცხი.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


მოთამაშეების შესახებ ცნობები და პოტენციური რეკორდები


"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"ქპრ"


წამყვანი ბომბარდირი: ოსტინი - 13 გოლი.

"ლოფტუს როუდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით გამართულ უაკანასკნელ 7 შეხვედრაში ჩარლი ოსტინმა 8 გოლი გაიტანა.

თუ მოედანზე რიო ფერდინანდი გავა, თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ ითამაშებს.

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


წამყვანი ბომბარდირები: ვან პერსი, რუნი - 8-8 გოლი.

ქპრ-ს წინააღმდეგ პრემიერ ლიგის ეგიდით სასტარტო შემადგენლობაში ჩატარებულ უკანასკნელ 4 შეხვედრაში უეინ რუნიმ 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ურთიერთშეხვედრები


გუნდები ერთმანეთს ყველა ტურნირის მასშტაბით 52-ჯერ შეხვდნენ. ქპრ-მ გამარჯვება 6 შეხვედრაში იზეიმა, "იუნაიტედმა" 33-ში, ხოლო 13 მატჩი ფრედ დასრულდა.

ქპრ-ს წინააღმდეგ ყველა ტურნირზე ჩატარებულ 16 მატჩში "იუნაიტედმა" 13 მოიგო და არც ერთში არ დამარცხდა.

პრემიერ ლიგის რანგში ჩატარებულ 13 შეხვედრაში ქპრ-მ "იუნაიტედის" დამარცხება ვერც ერთხელ ვერ მოახერხა და "წითლებთან" მატჩებში მხოლოდ 2 ქულა აიღო.

"ლოფტუს როუდზე" ყველა ტურნირის მასშტაბით "იუნაიტედი" უკანასკნელ 9 შეხვედრაში არ დამარცხებულა და 6-ჯერ იმარჯვა.

"იუნაიტედი" შეეცდება ქპრ-ს წინააღმდეგ ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვოს პრემიერ ლიგის მასშტაბით, ხოლო მე-7 გამარჯვება ყველა ტურნირის ჩათვლით.

"იუნაიტედის" წინააღმდეგ ქპრ-მ კარის მშრალად შენახვა უკანასკნელად 1992 წელს მოახერხა, როცა "ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის ეგიდით შეხვედრა 0-0 დასრულდა.

საკუთარი მოედანზე ქპრ-მ "იუნაიტედი" უკანასკნელად 1989 წლის 8 მაისს დაამარცხა (3-2).

ქპრ-მ "იუნაიტედის" წინააღმდეგ უკანასკნელი გამარჯვება 1992 წლის 1 იანვარს იზეიმა, როცა დენის ბეილიმ "ოლდ ტრაფორდზე" ჰეთ-ტრიკი შეასრულა და სტუმრებმა 1-4 იმარჯვეს, მომდევნო დღეს სერ ალექსმა 50 წლის იუბილე აღნიშნა.

ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული სტატისტიკური მონაცემები


გოლების საერთო რაოდენობა

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


საგოლე პოზიციები

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


გოლის გატანის დრო

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


ბარათები

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პენალტები

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


სახლში და გასვლაზე


ლიგა: ქპრ - 6 მოგება, "იუნაიტედი" - 27 მოგება, ფრე - 10.

პრემიერ-ლიგა ქპრ - 0 მოგება, "იუნაიტედი" - 11 მოგება, ფრე - 2.


ქპრ-ს სტადიონი


ლიგა: ქპრ - 6 მოგება. "იუნაიტედი" - 8 მოგება, ფრე - 6.

პრემიერ-ლიგა: ქპრ - 0 მოგება. "იუნაიტედი" - 5 მოგება, ფრე - 1

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


წინა ანალოგიური შეხვედრა


"ქუინზ პარკ რეინჯერსი" 0-2 "მანჩესტერ იუნაიტედი"

შაბათი, 23 თებერვალი, 2013 წელი
გოლები "იუნაიტედის" რიგებში: რაფაელი 23' რაიან გიგზი 80'

"ქუინზ პარკ რეინჯერსი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრევიუ)


პრომო


მატჩის წინ
9 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 იანვარი 2015 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
"ლოფტუს როუდზე" ყველა ტურნირის მასშტაბით "იუნაიტედი" უკანასკნელ 9 შეხვედრაში არ დამარცხებულა და 6-ჯერ იმარჯვა.-იმედია ეს ტრადიცია ხვალ გაგრძელდება...
0
№2
ავტორი: GeorgeBest
16 იანვარი 2015 21:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
2 ფრე და წაგება areyoukiddingme კარგი ანგარიშით მოგება გვჭირდება იმედია აქაც არ დავკარგავთ ქულებს
0
№3
ავტორი: RedGirl
16 იანვარი 2015 22:21
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
კითხვისნიშნისქვეშ: რიო ფერდინანდი


იმედია რიო არ იქნება :დ

აუცილებლად უნდა მოვიგოთ ეს მატჩი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2015 08:16
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
წინა თამაში "ოლდ ტრაფორდზე" გვქონდა და ეს სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი შეხვედრა გამოდგა, მაგრამ ქპრ სახლში სულ სხვა გუნდია და გაცილებით "დამპალ" ფეხბურთს თამაშობს. მაგრამ კლასითაც მეტნი ვართ მათზე, სახელებითაც და სხვა დანარჩენითაც.

ჩარლი ოსტინი არ არის მაღალი დონის ფორვარდი, მაგრამ მომენტების დასრულება ისე შეუძლია, თითქოს მთელი თავისი ცხოვრება ამას აკეთებდა. მაინც უნდა ვუფრთხოდეთ მას. წელს ძალიან ბევრ პენალტს უნიშნავენ ლონდონელებს და ამასაც უნდა ვუფრთხოდეთ. არ ღირს საჯარიმოში უაზროდ თამაში, როგორც ეს ბოლოს ჯონსმა ნიუკასლთან გააკეთა, მაგრამ არც საჯარიმოს სიახლოვეს ღირს წაქცევა. კრანჩარი არ დაგვავიწყდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
17 იანვარი 2015 09:58
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ოსტინი ვინ უნდა გააჩეროს? lol
0
№6
ავტორი: DiMaria
17 იანვარი 2015 11:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ეგ მსაჯი ვინ ოხერია? wink რუნის თუ ეგეთი სტატისტიკა აქვს იქნებ დღესაც შეაგდოს. რამდენი ხანია არ გაუტანია უკვე
0
№7
ავტორი: Gvantsaa
17 იანვარი 2015 12:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ველოდები ჩემ ფერდის და არ მსურს ჩარლის გოლის ნახვა !!

Comen United !! ♥♥
0
№8
ავტორი: Berba 9
17 იანვარი 2015 15:20
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
რიო რიო love

იმედია მოვიგებთ, თან დიდი ანგარიშით )) ისეთი თამაშია უეჭველი 3 ქულა გვინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
17 იანვარი 2015 17:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
დიდი იმედი მაქვს რომ ფალკაო ძირითადში იქნება და გოლს გაიტანს !
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top