თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2015, 18:37
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2235,
კომენტარები: 8
მატჩისწინა პრეს-კონფერენცია
ლუის ვან გაალის მატჩისწინა პრეს-კონფერენცია.
მატჩისწინა პრეს-კონფერენცია
როგორც მოგეხსენებათ, ხვალ თბილისის დროით 19 საათზე "მანჩესტერ იუნაიტედი", "ლოფტუს როუდს" ესტუმრება და ადგილობრივ "ქუინს პარკ რეინჯერსს" დაუპირისპირდება. მატჩის წინ როგორც ყოველთვის, "ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა პრეს-კონფერენცია გამართა.

"ვფიქრობ მეტოქის მოთამაშეები ყველაფერს გააკეთებენ გამარჯვებისთვის, ინგლისში ყველა გუნდს სურს "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება და ამიტომ ჩვენ რთული მატჩი გველის. მათი სათამაშო ტაქტიკა რთულია ჩვენთვის და ეს უკვე ვნახეთ. ისინი ძალიან ხშირად მიმართავენ გრძელ პასებსა და ჩაწოდებებს, ასევე ძალიან კარგი თავდამსხმელები ჰყავთ, თუმცა ყველაფრის გათვალისწინებით მაინც უნდა მოვიგოთ."

ვან გაალს სეზონის ბოლოს ოთხეულში დასრულების ამბიციაზეც ჰკითხეს:

"ეს ჩვენი მთავარი მიზანია და მე ამას მოსვლის დღიდან ვაცხადებ. ჩვენ გვსურს ჩემპიონობა, თუმცა ამისთვის შენ უნდა მოიგო "საუთჰემტონთან" და "ასტონ ვილასთან" გასვლაზე, თუმცა როდესაც ამას არ აკეთებ შანსები მცირდება.

მიზანი ერთია, პროგრესი განვაგრძოთ და სეზონის ბოლოს ოთხეულში მოვხვდეთ, რადგან ძალიან გვინდა მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა.

21 ტურის შემდეგ ჩვენ მეოთხეზე ვართ, თუმცა თავადაც ხვდებით რომ დამთავრებული არაფერია, რადგან ბევრ გუნდს სურს ჩვენ ადგილზე ყოფნა. ოთხეულში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა არის საჭირო."
- დაასრულა ვან გაალმა


წყარო: manutd.com
პრესკონფერენცია
8 კომენტარი
№1
ავტორი: RedGirl
16 იანვარი 2015 18:41
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
თუ ისე ვითამაშეთ ყველა მატჩი როგორც სოტონთან დავემშვიდობოთ მაშინ ოთხეულს. მაგრამ არ იქნება ეგრე ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
16 იანვარი 2015 18:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია ხვალ დამაჯერებელი თამაშით მოვიგებთ...
0
№3
ავტორი: AkkRed
16 იანვარი 2015 18:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს ყველა თამაშზე მაგას ამბობს მანჩესტერ იუნაიტედის დამარაცხება ყველას სურსო ეგ ჩვენც გავიგეთ, მაგრამ ჩვენც გვსურს ყველა დავარმაცხოთ
0
№4
ავტორი: GeorgeBest
16 იანვარი 2015 19:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ეს ჩვენი მთავარი მიზანია და მე ამას მოსვლის დღიდან ვაცხადებ. ჩვენ გვსურს ჩემპიონობა, თუმცა ამისთვის შენ უნდა მოიგო "საუთჰემტონთან" და "ასტონ ვილასთან" გასვლაზე

კაი კაცო areyoukiddingme
0
№5
ავტორი: Mufc7
16 იანვარი 2015 20:14
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ჩვენც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის,უეჭველი უნდა მოვიგოთ რაა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: RojoDiablo
17 იანვარი 2015 08:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ინგლისში ყველა გუნდს სურს "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხება


ერთი ფილოსოფიით შეჭამა ტვინი და მეორე ამით lol
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: dachi_mu
17 იანვარი 2015 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
she ***o.falkao daayene rezervebshi da movigebt.welbeki gayidaa.falkaos ar itovebs da chempionoba sdomiaa.
0
№8
ავტორი: DiMaria
17 იანვარი 2015 12:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩვენც ვიცით მოგებაა საჭირო და მოიგე მერე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top