"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი მცველი, რიო ფერდინანდი მიიჩნევს, რომ "წითელმა ეშმაკებმა" მადრიდის "ატლეტიკოდან" დიეგო გოდინი უნდა შეიძინონ.
პრესაში გავრცელებული ჭორების თანახმად, ლუი ვან გაალი ურუგვაელ მცველს თავის სატრანსფერო სამიზნედ განიხილავს და მის შეძენას ცდილობს.
რიო ფერდინანდს კი მიაჩნია, რომ გოდინი სწორედ ის ფეხბურთელია, ვინც "იუნაიტედს" სჭირდება.
ერთ-ერთი ქომაგის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ ვინ უნდა შეიძინოს "იუნაიტედმა", რიო ფერდინანდმა "თვითერზე" უპასუხა: "მანჩესტერ იუნაიტედს" გოდინი სჭირდება. თუ კლუბს დაცვის რიგების გაძლიერება სურს, მათ სწორედ დიეგო უნდა იყიდონ."