თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2015, 15:25
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2607,
კომენტარები: 5
სქოულზი: "ოქროს ბურთი არასდროს მაინტერესებდა"
პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
სქოულზი:
წელიწადის ამ დროს ყოველთვის მეკითხებიან: "არ გსურთ ოქროს ბურთის მოგება?" ასეთ კითხვაზე მარტივი პასუხი მაქვს. "იუნაიტედის" რიგებშიც კი არ ვყოფილვარ საუკეთესო ფეხბურთელი. უხეშობა იქნებოდა საკუთარ თავს მსოლფიოს საუკეთესო ფეხბურთელი რომ ვუწოდო.

აი ასეთი დამოკიდებულება მქონდა ორი ჯილდოს მიმართ - ევროპის საუკეთესო ფეხბურთელისა და ფიფა-ს წლის მოთამაშის ჯილდოების, სანამ ისინი არ გაერთიანდა. "იუნაიტედში" ყოველთვის იყო უამრავი კარგი ფეხბურთელი, ამიტომ პირველი მიზანი სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა გახლდათ. შემდეგ კი ყველაფერი უნდა გაგეკეთებინა, რათა კლუბისთვის წარმატება მოგეპოვებინა. არ ვიცი ამ პრიზის ნომინანტთა სიაში ოდესმე თუ მასახელებდნენ, რადგან ჩემი 22 წლიანი კარიერის განმავლობაში აზრები იშვიათად სცდებოდა იმაზე ფიქრს, გამიყვანდა თუ არა მწვრთნელი მოედანზე.

თუ წარსულს დავუბრუნდებით, "იუნაიტედში" ჩემი ყოფნის დროს კონკურენცია უმაღლეს დონეზე იყო. 1991 წლიდან 2010 წლამდე 9 სხვადასხვა ფეხბურთელმა მიიღო PFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი. 1992 წელს საუკეთესო ფეხბურთელი გარი პალისტერი გახდა, მაგრამ "იუნაიტედის" საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის ხმის მიცემაში მან ვერ გაიმარჯვა, პრიზი ბრაიან მაკკლერს ერგო. იგივე მოხდა 2009 წელს, როცა PFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი რაიან გიგზი გახდა, ხოლო კლუბის ვერსიით - ნემანია ვიდიჩი. ეს ნათლად აჩვენებს, რამდენად კარგად უნდა თამაშობდე "იუნაიტედში". რაც შემეხება მე, 1993 წელს ჯიმი მერფის სახელობის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება მოვიპოვე, ეს არის და ეს.

თუმცა, უნდა შევნიშნო, რომ ფეხბურთი შეიცვალა. მახსოვს, წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მატჩისწინა გახურებაზე იძლეოდნენ. პრიზის მფლობელისთვის ფოტოს გადაღება კლუბის ფოტოგრაფის კომპეტენციაში შედიოდა, როცა მოთამაშე ტრიბუნებს ქვემოთ იდგა. ცერემონია ხელის ჩამორთმევაში და ერთ ფოტოში მდგომარეობდა, ყველაფერი ეს კი 30 წამს გრძელდებოდა. ახლა კი უნდა გაიკეთო პეპელა, ჩაფრინდე ციურიხში და გაიგო, რომ შენ მესისა და რონალდუს შემდეგ მესამე ხარ.

ვფიქრობ, არავის გააკვირვებს ის ფაქტი, რომ დაჯილდოვების ცერემონიალი ჩემი საყვარელი ღონისძიება არასდროს ყოფილა. ამ კვირას ოქროს ბურთის გადაცემის ცერემონიალს ტელევიზორში ვუყურე და ვერ ვიჯერებ, იმდენად დიდხანს გრძელდება. სანამ ფიფა-ს საპრეზიდენტო პრემიასა და "ფეირ-პლეის" პრიზს გადასცემდნენ, ვღელავდი, ვიფიქრე საღამოს ჩაიმდე ცერემონიის ბოლომდე ყურებას ვერ მოვახერხებდი.

ხმის მიცემის შედეგში არავითარი ეჭვის შეტანა არ შეიძლება. თუ მსოფლიო ჩემპიოანტს ყურადღებას არ მივაქცევთ, რონალდუმ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა. ჩემპიონთა ლიგა მოიგო და აურაცხელი რაოდენობის გოლები გაიტანა. მასთან ერთად ერთ გუნდში 6 წლის განმავლობაში ვთამაშობდი და ვიცი, რომ კრიშტიანუმ თითოეული წარმატება დაიმსახურა. თუ მომდევნო წლის ოქროს ბურთზეც ვისაუბრებთ, ვფიქრობ, გარეტ ბეილს დიდი გარჯა მოუწევს, რათა რონალდუსა და მესის აჯობოს. ჯილდო კვლავ ამ ორ ფეხბურთელს შორის გათამაშდება.

"იუნაიტედის" ტაქტიკა 3-5-2 კარგია ბურთის ფლობისთვის, მაგრამ არა გოლის გატანისთვის

კვირას "საუთჰემპტონის" მიერ "მანჩესტერ იუნაიტედის" დამარცხებამ მაიძულა 3-5-2 სქემაზე დავფიქრებულიყავი, რომელსაც ვან გაალი ნერგავს. ჩემი თვალთახედვით მოცემული ტაქტიკის პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გუნდი ბურთის ფლობის უპირატესობის გარანტიას იძლევა, მაგრამ ვერ ქმნის საგოლე მომენტებს, რომელთა დახმარებით მატჩების მოგება შეიძლება.

შემიძლია გავიხსენო "ლივერპული", რომელიც 90-ანი წლების შუალედში ასეთი ტაქტიკით თამაშობდა და 1996 წლის ინგლისის თასის ფინალი, სადაც დავფიქრდით, მოვახერხებდით თუ არა მათ დამარცხებას. დიახ, ისინი ბურთს უფრო დიდხანს ფლობდნენ, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ორი ვინგერითა და ერთი ცენტრფორვარდით თამაში საგოლე მომენტის შექმნისა და გოლის გატანის შესაძლებლობას მოგვცემდა. ასეც მოხდა.

სქოულზი: "ოქროს ბურთი არასდროს მაინტერესებდა"


რონალდ კუმანმა "იუნაიტედი" გააცურა. ჯეიმს უორდ-ფროუზი მაიკლ კერიკის სიახლოვეს იმყოფებოდა და ცდილობდა მას ბურთი არ მიეღო, რათა მატჩის მსველობა არ ეკონტროლებინა. ვიქტორ ვანიამა და მორგან შნაიდერლინი იგივეს აკეთებდნენ მატასა და რუნის წინააღმდეგ. "იუნაიტედს" თავდასხმაში სისწრაფე არ ჰყოფნიდა, "წმინდანების" ცენტრალურმა მცველებმა რობინ ვან პერსი ჩაკეტეს და შეტევაში ვარიანტების არ არსებობა უცებ ნათელი გახდა. ვან პერსი შესანიშნავია ერთი შეხებით თამაშისას, მაგრამ მცველები თავს უფლებას აძლევდნენ მის წინააღმდეგ ძალიან ვიწროდ ემოქმედათ, რათა არ ეღელვათ იმაზე, რომ ვან პერსი მათ ზურგს უკან ბურთს მიიღებდა.

ანხელ დი მარიას აქვს სისწრაფე, მაგრამ ის ცენტრფორვარდი არ არის. მე, როცა ფეხბურთელი ვიყავი, პასს ვაძლევდი ფეხბურთელს, რომელიც ფლანგის მცველის ზურგს უკან იმყოფებოდა, რასაც მოწინააღმდეგის თავდასხმა წონასწორობიდან გამოჰყავდა. ფლანგის მცველი იძულებულია ყურადღება სხვას მიაქციოს, ცენტრალური მცველი მას აზღვევს, ხოლო თავდამსხმელი ამ დროს მოწინააღმდეგის კარს უტევს.

3-5-2 ტაქტიკაში ასეთ სიეშმაკეს ადგილი არ აქვს. ლუკ შოუ - კლასიკური მარცხენა მცველი - ვინგბექის პოზიციაზე თამაშობს. ანტონიო ვალენსია აღარ არის ისეთი სწრაფი, როგორც ოდესღაც და მას უჭირს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელს გასცდეს, როცა მისი დამზღვევი პოზიცია ასე ღრმაა.

ეჭვგარეშეა, 3-5-2 სქემა ბურთის კონტროლში გეხმარება. სამ ცენტრალურ მცველსა და სამ ცენტრალურ ნახევარმცველს შეუძლიათ ერთმანეთს სიამოვნებით მიაწოდონ პასები. პრობლემა კი მაშინ იწყება, როცა გუნდი შეტევას იწყებს. ბურთს შეგიძლია იმდენ ხანს ფლობდე, რამდენიც გინდა, მაგრამ თუ ორი ერთზე გასვლა არ გამოგდის, როცა შენ ფეხბურთელებს შეტევაში რიცხობრივი უპირატესობა აქვთ, არც გატანილი გოლები იქნება საკმარისი.

კვირის ფეხბურთელი

"სუონსის" წინააღმდეგ მატჩში ენდი კეროლის გოლი მომეწონა. შეტევის შესანიშნავი დასასრული.

კვირის მწვრთნელი

რონალდ კუმანი. თუ "საუთჰემპტონი" ასევე გააგრძელებს, ნამდვილად წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდება.

კვირის მომენტი

ადრიანი, რომელმაც ხელთათმანები მოიხსნა და "ევერტონს" გამარჯვების პენალტი გაუტანა.

კვირის მატჩი

"ვესტ ჰემი" - "ევერტონი" - 2:2 (9:8 პენალტების სერიაში). ინგლისის თასის მთელი სილამაზე.

წყარო: carrick.ru
სქოულზის გრაფა
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
16 იანვარი 2015 15:31
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ახლა კი უნდა გაიკეთო პეპელა, ჩაფრინდე ციურიხში და გაიგო, რომ შენ მესისა და რონალდუს შემდეგ მესამე ხარ.


მეც არავითარი ეჭვი არ მეპარება, რომ წელს კრიშტიანუ იმსახურებდა, მაგრამ იყო წლები, როცა მეგონა და ალბათ ბევრსაც ეგონა, რომ მესის არ მისცემდნენ. ალბათ უფრო 2010 წელს, როცა ინიესტა გაცილებით მეტს აკეთებდა, ვიდრე ლიონელი. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მესი მეზიზღება, უბრალოდ მომეჩვენა, რომ მას მხოლოდ იმიტომ მისცეს, რომ ის უბრალოდ მესი იყო.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
16 იანვარი 2015 16:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
სწორია ეს კაცი, რომელი მხრიდანაც არ უნდა შეხედო
0
№3
ავტორი: DiMaria
16 იანვარი 2015 17:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
პოლ, რა პატივი გერგო, ჩემი მე-1000 კომენტარი შენია wink

უნდა გაიკეთო პეპელა, ჩაფრინდე ციურიხში და გაიგო, რომ შენ მესისა და რონალდუს შემდეგ მესამე ხარ.


ეს მაგარი გააძრო
0
№4
ავტორი: RedGirl
16 იანვარი 2015 18:58
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
პოოლ love რა მაგარი კაცია რა love

"იუნაიტედის" რიგებშიც კი არ ვყოფილვარ საუკეთესო ფეხბურთელი


Shy Genius love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: GeorgeBest
16 იანვარი 2015 18:58
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კვირის მწვრთნელი: რონალდ კუმანი. თუ "საუთჰემპტონი" ასევე გააგრძელებს, ნამდვილად წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდება

დამსახურებულადაც გახდება winked

ყველაფერს ყოველთვის მაგრად ხსნის და მოუსმინოს ლუიმ ამას რა wink ნუ დაგვღალა ამ 3 მცველით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top