"იუნაიტედი" უკეთ ვითარდება.
კომპანია Spotlight Equity Partners-ს საფეხბურთო ინვესტორების კონსულტანტი, ფილიპ ჰოლი აცხადებს, რომ "იუნაიტედის" მფლობელებმა კომერციული თვალსაზრისით უდიდესი ნაბიჯი გადადგეს, რამეთუ "შევროლესა" და "ადიდასის" სახით სარეკორდო სპონსორები მიიზიდეს.
გლეიზერებმა "იუნაიტედი" 2005 წელს 790 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეიძინეს - ამჟამად კი კლუბის ღირებულა დაახლოებით 2 მილიარდი ფუნტია.
ჰოლი აცხადებს, რომ სატრანსლაციო მოლაპარაკებებმა "იუნაიტედი" სპონსორების თვალში მიმზიდველ კლუბად აქცია.
გლეიზერების ოჯახი საკუთარი კომპანიის აქციებს 2012 წლიდან ნიუ-იორკის ბირჟაზე ყიდიან.
თუმცა მათ მფლობელობაშია გუნდის 80% და კომპანიის გადაწყვეტილებაზე გავლენის უპირატესობა: გლეიზერებს ხმის მიცემის უფლების 95%-ანი აქცია აქვთ.
ამერიკელი მილიარდელი, რონ ბეირონი - გლეიზერების შემდეგ მნიშვნელობით მეორე აქციონერი - "წითელი ეშმაკების" რიგებში თავის სასქმეს "მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ ტელეშოუში ინვესტირებად" აფასებს.
ბეირონმა, რომელმაც "იუნაიტედის" აქციებზე თავისი სააქციონერო კომპანიის საშუალებით დაახლოებით 132 მლნ. ფუნტი დახარჯა, აცხადებს:
"მანჩესტერ იუნაიტედი" დაუჯერებელი ბიზნეს პროექტია, რომელშიც ვაპირებ ჩემი ფული, ჩვენი ფული 4-5 წელიწადში გავაორმაგო, ან გავასამმაგო"ჯონ ჰენრის, ტომ ვერნერისა და კომპანია Fenway Sports Group-ს ინტერესების წარმომადგენელი, ფილიპ ჰოლი აცხადებს, რომ გლეიზერებმა
"დაუჯერებელი სამუშაო გასწიეს "მანჩესტერ იუნაიტედის" თავისთავად და მომგებიან კომერციულ საწარმოდ ქცევაში, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდებს განვითარების მხრივ 5-10 წლით უსწრებს. ფინანსური კუთხით კლუბი გაცილებით ძლიერია გლეიზერების მფლობელობის დროს."
კერძო სააქციონერო კაპიტალის კომპანიის ხელმძღვანელი ჰოლი ჯერ კიდევ აქტიურად აწარმოებს საფეხბურთო ინვესტორებისთვის კონსულტაციას.
გლეიზირების მიერ "იუნაიტედის" შეძენის შესახებ მან განაცხადა:
"შემიძლია გავიგო რატომ არის ხალხი უკმაყოფილი ამ შენაძენით, მაგრამ თუ გადავხედავთ რას მიაღწია კლუბმა უკანასკნელ 10 წელიწადში, არ ვფიქრობ, რომ სადავო რამ არსებობს."ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ზოგიერთი ექსპერტი მანჩესტერული კლუბის სააქციო ფასს სკეპტიკურად უყურებს. სემ ჰამადე, ანალიტიკური კომპანია PrivCo-ს ხელმძღვანელი, რომელიც კერძო ფირმებთან მუშაობას ამჯობინებს, აცხადებს, რომ "იუნაიტედში" ინვესტიციის ჩადება საუკეთესო გადაწყვეტილება არ არის.
"იუნაიტედის" აქციებით ბირჟაზე გასვლა მხოლოდ გლეიზერების ოჯახისთვისაა შესანიშნავი ქმედება" - განაცხადა ჰამადემ. მან ინვესტორები გააფრთხილა, რომ ისინი სხვა სახის აქციებს იღებენ, რაც ხმის მიცემისა და გადაწყვეტილების მიღების გაცილებით ნაკლებ უფლებას იძლევა, ვიდრე გლეიზერებს აქვთ.
წყარო:
carrick.ru