"იუნაიტედის" ორი ახალგაზრდა ფეხბურთელს პედი მაკნეირის და ტაილერ ბლეკეტს ბედი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში დაცვაში ბევრი ტრავმიანობის გამო რეზერვებიდან გადმოსული პედი მაკნეირი და ტაილერ ბლეკეტი უკვე რეგულურად ხვდებიან სასტარტო შემადგენლობაში. პირველ მათგანს ინგლისის თასზე თამაშისას "იუნაიტედის" რიგებში მე-10 მატჩის ჩატარება ხვდა წილად, ხოლო რაც შეეხება ტაილერს მანაც მიაღწია 10 მატჩიან ნიშნულს "საუტჰემპტონთან" შეცვლაზე შემოსვლისას.
ახალგაზრდებს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე ეწურებათ. "იუნაიტედი" აკადემიის "პრდუქთან" კონტრაქტის გახანაგრძლივებას ჯერ არ ჩქარობს.
BBC-ის ცნობით, ”წითელი ეშმაკები” ჯერ ვერ შეთანხმდნენ 19 წლის პედისთან და 20 წლი ტაილერთან კონტრაქტის თაობაზე. გაურკვეველია, საერთოდ შესთავაზებს თუ არა ”იუნაიტედი” მათ ახალ კონტრაქტს.
ჩრდილო ირალანდიელის და ინგლისელის პერსპექტივა ”ოლდ ტრაფორდზე” იმის შემდეგ დადგა ეჭვქვეშ რაც კარინგტონი დაცარიელდა და ლუი ვან გაალს უკვე საკმარისად ჰყავს ცენტრალური მცველელები, ფილ ჯონსი, ჯონი ევანსი, კრის სმოლინგი და მარკოს როხო.