"წითელი ეშმაკების" პორენციურ სატრანსფერო სამიზნეთა სიას კიდევ ერთი მცველი შეემატა. Metro-ც ცნობით, "იუნაიტედს" მარკინიოსი სურს.
ამჟამად ბრაზილიელი მცველი "პარიზ სენ-ჟერმენის" ღირსებას იცავს, რომელიც ფრანგულმა კლუბმა 2013 წელს "რომადან" დაახლოებით 38 მლნ. ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
"იუნაიტედი" დაცვის ხაზის გაძლიერებას ცდილობს და იანვარში ახალი ფეხბურთელის დამატებას ეცდება. ასეთი კი შესაძლოა მარკინიოსი აღმოჩნდეს, რომლის სატრანსფერო ღირებულება ჯერ-ჯერობით არ სახელდება.