ხუან მატა უიტნეშეივში Button Lane Primary School - ს ეწვია, სადაც ბავშვებს "მანჩესტერ იუნაიტედის ფონდის" სახელით სათამაშოები გადასცა.
ესპანელმა 500 სათამაშო გასცა, რომელსაც Greater Manchester-ს 49 სკოლაში დაარიგებენ. აქცია ბავშვებში ფიზიკური განათლებას ამაღლებას შეუწყობს ხელს, მატა კი აცხადებს ასეთი გამოცდილების მიღებით მოხარულია.
"მეგობარი მყავს, რომელიც სათამაშოების ბრენდის მფლობელია და ვიფიქრეთ, რომ კარგი იქნებოდა მანჩესტერსა და ჩემს მშობლიურ ქალაქში, ოვიედოში ერთად მოგვეწყო აქცია, რათა საჩუქრები გაგვეცა სკოლის ბავშვებისთვის და იმათთვის, ვინც საავადმყოფოში იმყოფება და შესაძლოა შობაზე მშობლებისგან საჩუქარი ვერ მიიღეს."
"ჩემთვის დიდებული გამოცდილება იყო ბავშვების ნახვა. საჩუქრებით ძალიან გახარებულნი იყვნენ და მინდა ეს იმდენად ხშირად გავაკეთო, რამდენიც შესაძლებელი იქნება. არა მარტო მე, არამედ თითოეულ მოთამაშეს, რადგან მსგავსი რამის გაკეთება ჩვენთვის ძალიან ადვილია." - აცხადებს მატამ.
სკოლის მთავარი მასწავლებლის მოადგილემ, ტრეისი პალმერმა განაცხადა: "სკოლაში ვთქვი, რომ ჩვენთან ცნობილი ადამიანი მოვიდოდა და ბავშვები მთელი დღის განმავლობაში დაინტრიგებული იყვნენ. ის ფაქტი, რომ ხუანმა თავისი ძვირფასი დრო დაგვითმო, მშვენიერია. ის უდიდესი შთაგონების წყაროა."