თბილისი:
მანჩესტერი:
16-01-2015, 01:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1929,
კომენტარები: 9
რუნი: "ლივერპულის" კარში გატანა მიყვარს"
უეინ რუნის მცირე ინტერვიუ.
რუნი:
დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და ამავე თვის საუკეთესო გოლის ავტორი, უეინ რუნი მოხარულია პრიზის მოგებით და აცხადებს, რომ მომავალშიც სურს ფორმის შენარჩუნება, რათა გუნდს დაეხმაროს.

ორივე პრიზის მოგებას გილოცავთ უეინ. როგორ უყურებთ დეკემბერში თქვენს თამაშს გოლებისა და საგოლე პასების ჩათვლით?

დეკემბერი ყოველთვის რთული თვეა და როგორც ფეხბურთელმა და გუნდმა მას უნდა გაუძლო, რადგან ფიზიკურად ძალიან მომთხოვნია. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და მე რამდენიმე გოლი გავიტანე ნახევარდაცვიდან. დიდებულია თავის გამოჩენა და გოლების შექმნა.

დეკემბერი ყოველთვის გამოცდის დროა, მაგრამ არის ეს თვე, როცა თქვენ რამდენიმე დღის შუალედში უამრავი მატჩის ჩატარებით სიამოვნებას იღებთ?


არა, ყოველ ორ დღეში არა! რა თქმა უნდა, ეს დიდებული დროა თამაშების ჩასატარებლად და შობის პერიოდი კარგია გულშემატკივრისთვისაც, რომელთაც საკუთარი გუნდის მატჩების ყურება უყვართ. როგორც უკვე ვთქვი, ფიზიკურად მომთხოვნია, ასე რომ, ძალების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა დავრწმუნდეთ, რომ მომდევნო მატჩისთვის მზად ვართ.

ბოლო რამდენიმე მატჩში მწვრთნელმა ნახევარდაცვაში გაგამწესათ - რამდენად იღებთ სიამოვნებას როლისგან, რომლის შესრულებისას მსაჯის პირველი სასტვენიდან უკანასკნელ სასტვენამდე მთელ მოედანზე მოქმედებთ?

რა თქმა უნდა, ჩემთვის განსხვავებულია, მაგრამ ეს არის როლი, რომელიც მწვრთნელმა დამაკისრა და მისი საშუალებით წინ წასვლაც შემიძლია. დარწმუნებული უნდა იყო, რომ დაცვითი ფუნქციები კარგად შეითავსე, რადგან მოედანზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციაა. ვცდილობ, ყველაფერი გავაკეთო რაც შემიძლია. იმედია, ამის გაკეთებას, სწავლასა და გაუმჯობესებას გავაგრძელებ.

"ლივერპულის" კარში თვის საუკეთესო გოლის შესახებ გვითხარით.

ეს იყო ანტონიო ვალენსიას შესანიშავი თამაში. უკნიდან ვბრუნდებოდი, მან დამინახა და პასი მომაწოდა, რის შემდეგ მომენტი დავასრულე. "ლივერპულის" წინააღმდეგ გატანა დიდებული გრძნობა იყო.

მიმდინარე სეზონის გოლებში ამ გოლს რა რეიტინგს მიუჩენდით?

გოლების გატანა მიყვარს და "ლივერპულის" წინააღმდეგ გატანა ჩემთვის და ამ კლუბისთვის ყოველთვის მშვენიერია. აუცილებლად რეიტინგის სათავეში.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: LizarD
16 იანვარი 2015 06:17
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ერერა იტანს ლამაზ გოლებს. რუნის გოლი ჩვეულებრივი იყო. მაგრამ განსაკუთრებული, პერსის გოლიც მაგარი იყო ჰალთან.
0
№2
ავტორი: RojoDiablo
16 იანვარი 2015 08:09
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რომლის შესრულებისას მსაჯის პირველი სასტვენიდან უკანასკნელ სასტვენამდე მთელ მოედანზე მოქმედებთ?


არ აქვს მნიშვნელობა ნახევარდაცვაში დგას თუ თავდასხმაში, ყოველთვის ასრულებს ორივე საქმეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: red devil
16 იანვარი 2015 08:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Mgeli xar rooney mgeli
0
№4
ავტორი: AkkRed
16 იანვარი 2015 09:38
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ცოდო ხარ ნახევარდაცვისთვის ბიჟოო წინ წადი
0
№5
ავტორი: Mufc7
16 იანვარი 2015 10:40
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ეს იყო ანტონიო ვალენსიას შესანიშავი თამაში. უკნიდან ვბრუნდებოდი, მან დამინახა და პასი მომაწოდა, რის შემდეგ მომენტი დავასრულე. "ლივერპულის" წინააღმდეგ გატანა დიდებული გრძნობა იყო." ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: chudikone
16 იანვარი 2015 11:11
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ეხლა პერსი არაა და ერერა ბლინდი დაბრუნდნენ. ფორვარდად უნდა ითამაშოს წესით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: GeorgeBest
16 იანვარი 2015 14:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რუნის საქმე გოლების გატანაა და არ არის საჭირო დაცვაში დაყენება. საუთჰემპტონთან გამოჩნდა რაც შეუძლია მანდ და იმედია აღარ ვნახავთ

დე ხეას მოენატრა თვის საუკეთესოს ჯილდო wink
0
№8
ავტორი: DiMaria
16 იანვარი 2015 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შენ ის თქვი მე მაგაზე ყვირილი როგორ მიყვარს
0
№9
ავტორი: RedGirl
16 იანვარი 2015 19:08
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"ლივერპულის" წინააღმდეგ გატანა დიდებული გრძნობა იყო.


ჩვენ გვკითხე ახლა რა ბედნიერბი ვიყავით wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top