თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2015, 17:38
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2084,
კომენტარები: 7
ირვინი: "შოუ მალე თავის პოზიციაზე ნომერ პირველი იქნება"
"იუნაიტედის" ლეგენდები ლუკ შოუს შესახებ
ირვინი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდები დენის ირვინი და არტურ ალბისტონი უკვე დარწმუნებულები არიან, რომ ლუკ შოუ მალე კლუბის ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდება.
ალბისტონის თქმით, რომელმაც "იუნაიტედში" 14 სეზონში 485 მატჩი ჩაატარა, შოუს ყველანაირი თვისება აქვს იმისთვის, რომ კლუბის საუკეთესო მარცხენა მცველი გახდეს.

"მან "საუთჰემპტონში" მშვენიერი ორი თუ სამი სეზონი ჩაატარა. ლუკს კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს, სწრაფი და მშვიდია, ბურთთან კომფორტულად გამოიყურება. ის სტიუარდ პირსს მაგონებს, რადგან ნებისმიერ დროს ეცდება შენს ძალით შეჩერებას თუ ეს საჭირო გახდება. თუ ფორმას შეინარჩუნებს, დარწმუნებული ვარ, შოუ ამ კლუბში კიდევ 10 წელი ითამაშებს.
ვფიქრობ, ყველა მატჩში ის უფრო და უფრო დამაჯერებლად გამოიყურება და ასეც უნდა იყოს, "იუნაიტედი" განსხვავდება "საუთჰემპტონისგან" და ახალ კლუბში ფეხბურთელს ყოველთვის დრო სჭირდება. შოუს პრობლემა არაფერთან აქვს, ის ყველაფერს ეგუება და პროგრესს აგრძელებს. დარწმუნებული ვარ, მომდევნო 10-15 წლის მანძილზე ის ინგლისის ნაკრების ძირითადის ფეხბურთელი იქნება. მისგან კიდევ ბევრს უნდა ველოდოთ".
- დაასრულა არტურმა.

კოსტა რიკასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ შოუ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა. ამ შეხვედრიდან სამი დღის შემდეგ დადასტურდა, რომ ის "იუნაიტედში" გააგრძელებდა კარიერას. დენის ირვინიც მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

"ჩვენს კლუბში გადმოსვლამდე მას გიჟური ორი თვე ჰქონდა, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა 19 წლის ბიჭისთვის მეტისმეტად საპასუხისმგებლოა. მას დრო დასჭირდა დასამკვიდრებლად და იმის გასააზრებლად, თუ სად იმყოფება. ტრავმებმა შოუ უკან დახია, მაგრამ ის დაბრუნდა და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ტრავმებთან პრობლემები აქვს, მაგრამ ჩვენთვის მაინც ფანტასტიკური მოთამაშეა. გარანტიას გაძლევთ, რომ წლების განმავლობაში, კლუბში შოუ თავის პოზიციაზე ნომერ პირველი იქნება. შოუ გამოცდილების შესაძენად საუკეთესო ასაკშია, ის ბევრს ისწავლის შეცდომების დაშვებით და ყველაფერს გაუმკლავდება. როცა მოთამაშეები ასაკში შევდივართ, კარგად ვხედავთ ახალგაზრდა ფეხბურთელის პერსპექტივებს, მე ამას ვხედავ და დამიჯერეთ, ლუკ შოუ "იუნაიტედისთვის" მალე ტოპ ფეხბურთელი გახდება." - დაასრულა ირვინმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
15 იანვარი 2015 18:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩვენი თეთრი ევრა love
0
№2
ავტორი: GeorgeBest
15 იანვარი 2015 20:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგ იმედით ვიყიდეთ და ამხელა ფულიც იმიტომაა გადახდილი
0
№3
ავტორი: Lee Sharpe
15 იანვარი 2015 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
პოტენციალი ნამდვილად აქვს, ლამს მაგონებს. ძალიან გონივრულად თამაშობს, კარგი ტექნიკა და სისწრაფე აქვს.
0
№4
ავტორი: PaLoMo
15 იანვარი 2015 23:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
AkkRed,
Tetri evra:-D magari rojaa da imedia agar sheawyebs tramvebi arc amas da arc sxva unitedis bichebs:-)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№5
ავტორი: RojoDiablo
16 იანვარი 2015 00:01
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
შეტევაშიც უნდა ჩაერთოს სათანადოდ და დაცვაშიც ითამაშოს მაღალ დონეზე. ჯერ პატარაა და ყველაფერი წინ აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: red devil
16 იანვარი 2015 08:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Chkviania da burtis ar eshinia eg kargia
0
№7
ავტორი: DiMaria
16 იანვარი 2015 17:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მალე ახალი პატრის ევრა გვეყოლება, იმედია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top