"სანდერლენდის" მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ო'ნილმა განაცხადა,რომ რობინ ვან პერსი ისეთივე შენაძენია "მანჩესტერისათვის" როგორიც მესი "ბარსელონასათვის". ვან პერსიმ 17-ე ტურში შეძლო თავისი 12-ე გოლის გატანა. მარტინ ო'ნილმა ამ ფეხბურთელის ძალა საბოლოოდ შაბათს გაიგო როცა მისი გუნდი ოლდ ტრაფორდე "წითლებთან" დამარცხდნენ. "ვან პერსი შექმნილია იმისთვის, რომ მან გოლები გაიტანოს ნებისმიერი წერტილიდან. მას შეუძლია ისეთი მოძრაობების გაკეთება, რამაც შესაძლოა ნებისმიერი გამოცდილი მცველი დააბნიოს." "იუნაიტედი" პერსის გარეშე იმდენს კარგავს რამდენსაც "ბარსა" მესის გარეშე. რათქმაუნდა მათ (ბარსა) ჰყავთ შესანიშნავი შემადგენლობა, მაგრამ არ ვიცით ისინი მესის გარეშე რამდენად ძლიერები არიან. არგენტინელი მათი თილისმაა." "მათ ამ ფეხბურთელში გადაიხადეს 30 მილიონი ფუნტი და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს შენაძენი გაამართლებდა. ასეც მოხდა! საქმე იმაში არ არის თუ რამდენად აფასებენ ისინი მას, არამედ მნიშვნელოვანია მისი შესაძლებლობები"-განაცხადა მარტინმა goal.com-თან ინტერვიუში. წყარო:redevils.ru