რა გრძნობა დაგეუფლათ, როდესაც გაიგეთ "იუნაიტედის" თქვენდამი ინტერესი?
მე ძალიან გახარებული ვიყავი და თავიდან მართალი გითხრათ არ მჯეროდა. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ყველაფერი უკვე ნათელი გახდა და სიხარულისგან მეცხე ცაზე ვიყავი. ამ გუნდში თამაში ოცნების ახდენაა. ახალ ამბებს ჩემი წარმომადგენლებისგან ვიგებდი და მინდოდა რაც შეიძლება მეტი მცოდნოდა.
რას გინდა მიაღწიო "იუნაიტედთან" ერთად?
მინდა პრემიერ ლიგის მოგება. აქ მე მოვედი, რადგან გამარჯვება მინდა და რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება. ჩემი დიდი სურვილია ჩემპიონთა ლიგაზე თამაში, რადგან აქამდე ასეთ დიდ საკლუბო ტურნირზე თამაშის საშუალება არ მომეცა, ამიტომ იქ თამაში და მისი მოგება იქნება ფანტასტიური.
მოგწონს ფიზიკურ კონტაქტში შესვლა ?
როდესაც პატარა ვიყავი ყოველთვის ასაკით დიდ ბიჭებთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს ლა პლატაში. დაახლოებით 10 წლის ვიქნებოდი, როდესაც 17-18 წლის მოთამაშეებთან ერთად მიწევდა ბრძოლა, ამიტომ ეს ნამდვილად არ არის ახალი ჩემთვის. არასდროს ვუშინდები კონტაქტში შესვლას.
იღებ თუ არა სიამოვნებას "იუნაიტედის" გულშემატკივრებისგან?
რა თქმა უნდა, ისინი ბრწყინვალეები არიან, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო.