თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2015, 17:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2209,
კომენტარები: 8
პალოტა: "სტროოტმანის გასაშვებად მზად ვართ"
"რომას" პრეზიდენტი კევინს გაყიდის.
პალოტა:
"რომას" პრეზიდენტმა, ჯეიმს პალოტამ განაცხადა, რომ კევინ სტროოტმანს მხოლოდ დიდძალი თანხის სანაცვლოდ გაყიდის.

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს დიდი ხნის განმავლობაში აკავშირებენ მისი თანამემამულის სახელთან. პრესის ცნობით "იუნაიტედი" კევინის შეძენას ზაფხულში ცდილობდა, მაგრამ ჰოლანდიელი სპეციალისტი კევინის ტრავმამ დააყოვნა.

სტროოტმანმა უკვე მოიშუშა დაზიანება და "რომას" რიგებშიც დაბრუნდა, ვან გაალი კი მის მიმართ ინტერესს ანახლებს, რამეთუ სჯერა, რომ ჰოლანდიელი ჩვეულ დონეზე თამაშს შეძლებს.

"რომას" პრეზიდენტი მზადაა ვან გაალს ფეხბურთელი მიჰყიდოს, თუმცა ამისთვის დიდძალ თანხას ითხოვს.

"ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ძლიერი გუნდის შექმნაა, რომელიც წარმატებას აღწევს. მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ვართ ბიზნესმენებიც."

"თუ ჩვენი ფეხბურთელის სანაცვლოდ ვინმე ფანტასტიურ თანხას შემოგვთავაზებს, წინადადებით დავინტერესდებით. სავალდებულო არ არის ჩვენთან შემოსულ ყოველ შემოთავაზებას უარყოფითად ვუპასუხოთ."

"პირადად მე არ მსურს კევინთან განშორება. მაგრამ თუ მისი ტრანსფერის სანაცვლოდ ვინმე კარგ ფულს შემოგვთავაზებს, დავინტერესდებით. ჩვენ ვხელმძღვანელობთ გუნდს და სწორედ მისი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიქცეოდეთ, არათუ ერთი ადამიანის ინტერესიდან გამომდინარე."

"კევინის ტრანსფერის თაობაზე პრესაში ჭორები მიწყდა, მაგრამ ეს უფრო იმას უკავშირდება, რომ კევინის განცხადებით, "რომაში" ის ბედნიერია. თუმცა არც მე მითქვამს ოდესმე, რომ მისი გაყიდვა მინდა."
- განაცხადა პალოტამ.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
15 იანვარი 2015 17:55
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
აუ აი ამის და პოგბას ყიდვის შანსი გვქონდეს, ლუი ამას აირჩევს, არა და როცა პოგბა 10 თავით ჯობია winked
0
№2
ავტორი: Malboro463
15 იანვარი 2015 18:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
გაიტანეთ!
ნაინგოლანს და დე როსის ვეღარ უწევს კონკურენციას კეიტასაც კი ერერა და ბლინდის დონისა
0
№3
ავტორი: GeorgeBest
15 იანვარი 2015 20:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ტრავმამდე ძაან მაგარი იყო მარა ბოლო დროს ვეღარაა ისეთი როგორიც ჩვენ გვინდა

მცველის მოყვანაზე რატო არ ფიქრობენ areyoukiddingme
0
№4
ავტორი: Best 7
15 იანვარი 2015 20:43
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Mcveli ufro gvchirdeba vidre naxevarmcveli!
0
№5
ავტორი: PaLoMo
15 იანვარი 2015 23:16
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Marquniosze daiwera ragac siaxle da dadet raa
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: RojoDiablo
15 იანვარი 2015 23:59
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კევინის თამაში მომწონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში ვერ ვადევნებ ამის თამაშს თვალს და ვერაფერს ვიტყვი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: red devil
16 იანვარი 2015 08:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Agar gvinda chinuri strotmani sanam originali iyo manam unda gveyida :-D
0
№8
ავტორი: DiMaria
16 იანვარი 2015 17:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გაგტენე უკან
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top