დი მარია აცხადებს, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე FIFPro World XI-ში მისი დასახელება მისთვის დიდი პატივი იყო.
არგენტინელი ციურიხში გამართულ ცერემონიალს დაესწრო, სადაც მისი ყოფილი თანაგუნდელი და "იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. თავად დი მარია კი ფიფას სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
"ორშაბათს ციურიხში ოქროს ბურთის დაჯილდოვებაზე ფიფა-ს სიმბოლურ თერთმეტეულში დასახელება ჩემთვის პრივილეგია და დიდი პატივია. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით დგომა მართლაც დიდებულია."
"ბავშოვიბან ყველაზე მეტად რაც მსურდა, ეს იყო ფეხბურთის თამაში და ბონუსის სახით ასეთი ჯილდოების მიღება. დიდებული საღამო შედგა და მინდა ყველას გადავუხადო მადლობა, ვინც ხმა მომცა." - განაცხადა დი მარიამ.