გუნდს სამი ფეხბურთელი დატოვებს.
დარენ ფლეთჩერი "ვესტ ბრომვიჩის" ზამთრის სატრანსფერო სამიზნეთა სიაში შედის და შესაძლოა პირველი ფეხბურთელი აღმოჩნდეს, ვინც "ოლდ ტრაფორდს" მიმდინარე თვეში დატოვებს.
"შაშვების" ახალი მწვრთნელი, ტონი პიულისი მზადაა გამოცდილი შოტლანდიელი გუნდში მიიწვიოს, რათა გასავარდნ ზონასთან სიახლოვეს თავი დააღწიოს.
პიულისს ფლეთჩერის შეძენა "კრისტალ პალასში" მუშაობის დროსაც სურდა, თუმცა მას "სელჰურსტ პარკის" დატოვება ნაადრევად მოუხდა.
"იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილს, რომელსაც თებერვლის დასაწყისში 31 წელი შეუსრულდება 2011 წლის შემდეგ "იუნაიტედში" დიდი პრობლემები შეექმნა.
მეორე ფეხბურთელი, ვინც "იუნაიტედს" დატოვებს არის მეკარე ანდერს ლინდეგაარდი, რომელიც გადაწყვეტილებას არა მიმდინარე თვეში, არამედ სეზონის დასრულების შემდეგ მიიღებს.
2011 წელს ნორვეგიული "აალესუნდიდან" "იუნაიტედში" 3.5 მლნ. ფუნტად გადასვლის შემდეგ ლინდეგაარდი ედვინ ვან დერ სარის ერთ-ერთ შემცვლელად მოიაზრებოდა, თუმცა ის "იუნაიტედის" ამჟამინდელ ნომერ პირველ მეკარეს, დავიდ დე ხეას კონკურენციას ვერ უწევს.
დანიელის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როცა "იუნაიტედმა" ვიქტორ ვალდესი გაიფორმა და ლუი ვან გაალმა ის მეორე მეკარედ აირჩია.
ანდერსით ევროპის რამდენიმე გუნდი ინტერესდება, მაგრამ ის კლუბს მხოლოდ სეზონის ბოლოს დატოვებს.
"იუნაიტედი" ასევე დაინტერესებულია იანვარში ტომ ქლევერლის გაყიდვით. ნახევარმცველი ამჟამად "ასტონ ვილას" რიგებში იჯარის წესით გამოდის და პოლ ლამბერტის გუნდში 19 მატჩის ჩატარება მოახერხა. შეთანხმებაში მითითებულია პუნქტი, რომელიც "ასტონ ვილას" ტომის 8 მლნ. ფუნტად შეძენის საშუალებას აძლევს და როგორც მოსალოდნელია, გადაწყვეტილება მიმდინარე თვეში იქნება მიღებული.
წყარო:
M.E.N.