თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2015, 04:40
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 1934,
კომენტარები: 8
"იუნაიტედს" დიბალა სურს
"ეშმაკები" ახალგაზრდა არგენტინელით ინტერესდებიან.
"პალერმოს" თავდამსხმელმა, პაოლო დიბალამ "მანჩესტერ იუნაიტედის" ყურადღება მიიპყრო, იტყობინება იტალიური კლუბის პრეზიდენტი მაურო ძაპარინი, მაგრამ მისივე თქმით, ახალგაზრდა მოთამაშე ზაფხულამდე კლუბში დარჩება.

21 წლის დიბალას, რომელსაც "ახალი სერხიო აგუეროდ" მოიაზრებენ, ძაპარინმა უკვე დაადო სატრანსფერო ფასი. იტალიელებს 2012 წელს დიბალას გაფორმება 9 მილიონი დაუჯდათ, ახლა კი 31 მილიონ ფუნტს აფასებენ. მიმდინარე გათამაშებაში, დიბალამ 17 მატჩის ჩატარება შეძლო და 9 გოლი გაიტანა, რამაც გამოიწვია "იუნაიტედის" ინტერესი.

"დიბალა ღირს 40 მილიონი ევრო, მაგრამ მის გაყიდვას ივნისამდე არ ვაპირებ. მისით ბევრი უცხოური კლუბი ინტერესდება, მათ შორის იუნაიტედიც"

"მე ვუთხარი ინგლისურ მხარეს, რომ ის არ იყიდება ახლა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ამ თემაზე ექვსი თვის შემდეგ ვისაუბროთ. ჩემი აზრით, ამ მომენტში დიბალა არის საუკეთესო ახალგაზრდა თავდამსხმელი ევროპის მაშტაბით."
- განაცხადა ძამპარინიმ ადგილობრივ რადიოსთან ინტერვიუში.

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცი, ლუის ვან გაალი დიბალას შეძენას გეგმავს, რადგან მის მიერ იჯარით აყვანილმა რადამელ ფალკაომ ვერ მოახდინა გავლენა პრემიერ ლიგაზე. კოლუმბიელის მოღვაწეობას ჯერჯერობით ხელს უშლის ხშირი ტრამვიანობა.



წყარო: DailyMail
სიახლეები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Goginashvili777
15 იანვარი 2015 04:42
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მე ვიცი ეს მოთამაშე. კი კარგი ბიჭია, მაგრამ 31 მილიონად მასზე ბევრად გამოსადეგს დავიმატებთ

ლუი გამოფხილდი 3d_6
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№2
ავტორი: RojoDiablo
15 იანვარი 2015 10:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
რაბალა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: Goginashvili777
15 იანვარი 2015 10:33
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
RojoDiablo,
დუბარა biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: DiMaria
15 იანვარი 2015 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვინაა ეს wink
0
№5
ავტორი: Goginashvili777
15 იანვარი 2015 11:30
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
პალერმოში ასპარეზობს, საკმაოდ კარგადაც.. მაგრამ 31 მილიონი ? request
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№6
ავტორი: PaLoMo
15 იანვარი 2015 12:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
25 ad davitrevt

25 ad davitrevt
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№7
ავტორი: AkkRed
15 იანვარი 2015 15:16
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ძააან იაფად აფასებენ და ძაან ბებერია bully
0
№8
ავტორი: GeorgeBest
15 იანვარი 2015 18:28
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
რა 40 მილიონი :/
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top