თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2015, 14:09
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2443,
კომენტარები: 5
ბისლი: "გიგზს ძეგლს დაუდგამენ"
მაკს ბისლი "იუნაიტედის" ქომაგია.
ბისლი:
ცნობილი ინგლისელი მსახიობი, მაკს ბისლი მოგვითხრობს, თუ რა ადგილს იჭერს "მანჩესტერ იუნაიტედი" მის ცხოვრებაში.

"მცირე ხნის წინ მანჩესტერში ვიყავი და "ოლდ ტრაფორდზე" მისვლის შესაძლებლობა მომეცა. დიდი სიამოვნებით ვუყურებდი ბიჭებს საქმის დროს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ლოს-ანჯელესში ვცხოვრობ, ამიტომ "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშების ცოცხლად ყურების საშუალება ნაკლებად მეძლევა. თუმცა "იუნაიტედის" თამაშზე მაშინ ვიყავი, როცა ისინი ამერიკაში ტურნეს აწყობდნენ."

"ყოველ ჯერზე, როცა მანჩესტერში ჩავდივარ მახსენდება ის შესანიშნავი დღეები, როცა სეზონური აბონიმენტები მქონდა და 1978 წელს "ოლდ ტრაფორდზე" პირველად როგორ მივედი. ჩემი კერპები გორდონ მაკქუინი, სტივ კოპნელი და ძმები გრინჰოფები იყვნენ. სტადიონზე ბაბუაჩემთან ერთად დავდიოდი, რომელიც "იუნაიტედის" ერთგული ქომაგი იყო."

"ლოგიკურად, "სიტის" ქომაგი უნდა გავმხდარიყავი. მას მამაჩემი და ჩემი საუკეთესო მეგობრები ქომაგობდნენ. მაგრამ მე "იუნაიტედი" შემიყვარდა. სინამდვილეში, ჩემი სამუშაოს შესრულებისას ყოველთვის ვცდილობ ჩემი გუნდისთვის რამე გავაკეთო. მაგალითად, ფილმში - "მოგვიანებით მომკალი" - ბექჰემის პლაკატი ფიგურირებს."

"გამიმართლა, შემიძლია რაიან გიგზი ჩემს მეგობრად მივიჩნიო. მიხარია, რომ სამწვრთნელო შტაბში შედის. არ ვფიქრობ, რომ არსებობს ადამიანი, ვინც "იუნაიტედს" უკეთ იცნობს. მას კოლოსალური ავტორიტეტი აქვს და მის აზრს ყველა აქცევს ყურადღებას. პირადად მე მიმაჩნია, რომ ოდესღაც "ოლდ ტრაფორდის" მახლობლად ძეგლს დაუდგამენ."

"არამგონია მიმდინარე წელს "იუნაიტედმა" ინგლისის ჩემპიონატი მოიგოს, თუ რა თქმა უნდა რამე კატასტროფული არ შეემთხვევა "ჩელსის". მაგრამ მჯერა, რომ მეორე ან მესამე ადგილს დავიკავებთ. წინ დიდებული დროება გველოდება."
- განაცხადა მსახიობმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 იანვარი 2015 14:27
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სტადიონზე ბაბუაჩემთან ერთად დავდიოდი, რომელიც "იუნაიტედის" ერთგული ქომაგი იყო."


მოდი და გააზრდევინე შვილი მამას. განებივრებულები კი გამოდიან ბებია-ბაბუას ხელში, მაგრამ გემოვნება აქვთ უკეთესი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
15 იანვარი 2015 14:37
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
class-92 ვინც ბოლომდე მოგყვა იმათ დაუდგამენ მგონი
0
№3
ავტორი: PaLoMo
15 იანვარი 2015 15:44
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Etyoba ro kai babua yavda
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: GeorgeBest
15 იანვარი 2015 20:07
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"ლოგიკურად, "სიტის" ქომაგი უნდა გავმხდარიყავი. მას მამაჩემი და ჩემი საუკეთესო მეგობრები ქომაგობდნენ. მაგრამ მე "იუნაიტედი" შემიყვარდა


კაი კაცი ხარ შენ wink
0
№5
ავტორი: DiMaria
16 იანვარი 2015 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მაგარი კაცი :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top