თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2015, 20:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2000,
კომენტარები: 10
ბლინდი: "კარგ ფორმაში ვარ"
დეილი ბლინდი თავს კარგად გრძნობს.
ბლინდი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, დეილი ბლინდმა სანაკრებო პაუზის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ კლუბის რამდენიმე მატჩი გამოტოვა.

"იუნაიტედმა" ჰოლანდიელი ნახევარმცველის გარეშე 10 მატჩი ჩაატარა. როგორც ჩვეულებრივ, ასეთ შემთხვევებში ლუი ვან გაალი შემადგენლობაში ფეხბურთელების დასაბრუნებლად ლოდინს ამჯობინებს, მაგრამ დეილი ბლინდი რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ "იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა.

"კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ვარ - იქნებ სწორედ ამიტომ დავბრუნდი შემადგენლობაში პირდაპირ? მუდმივად ვვარჯიშობ, ყველაფერი რიგზეა, ამიტომ არ მიჭირს მოედანზე მთელი 90 წუთის განმავლობაში თამაში."

"ვარჯიშებზე მწვრთნელს საკუთარი შრომა და მატჩებისთვის მზადყოფნა ვაჩვენე. ვინ ითამაშებს სასტარტო შემადგენლობაში მწვრთნელის გადასაწყვეტია და ამჯერად განაცხადში მე მოვხვდი, რაც უზომოდ მიხარია."

"კვირას გამართული მატჩი ჩემთვის პირველი გამოდგა ბოლო 7 კვირის განმავლობაში, ამიტომ მიწურულს ცოტა გამიჭირდა, მაგრამ ვფიქრობ, 90 წუთის განმავლობაში კარგად ვგრძნობდი თავს. დიდებულია ისევ თამაში, მხოლოდ იმაზე ვწუხვარ, რომ ვერ გავიმარჯვეთ."


წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
15 იანვარი 2015 17:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
"კვირას გამართული მატჩი ჩემთვის პირველი გამოდგა ბოლო 7 თვის განმავლობაში,


რამდენი თვის??
0
№2
ავტორი: GeorgeBest
15 იანვარი 2015 20:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაია ამის დაბრუნება ყველაზე მაგრად გამიხარდა winked
0
№3
ავტორი: Lee Sharpe
15 იანვარი 2015 20:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 561
ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს კარგი ფეხბურთელია, უბრალოდ თუ მაინც და მაინც ჰოლანდიელი უნდოდა და თან საყრდენი ეყიდა იორდი კლასი, ბლინდისგან განსხვავებით ხისტი და სწრაფია. სქოულზს იდეალურად შეცვლიდა.
0
№4
ავტორი: Best 7
15 იანვარი 2015 20:44
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Midi blind moumate da gaxdi asnavnois fexburteli!
0
№5
ავტორი: Wardell
15 იანვარი 2015 21:00
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
AkkRed,
კვირა უნდა იყოს შეეშალა ალბათ :)
0
№6
ავტორი: RojoDiablo
16 იანვარი 2015 00:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
კიი, კვირა უნდა იყოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: red devil
16 იანვარი 2015 08:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Kai rojaaa damevasa magrad swrapi da modzravia
0
№8
ავტორი: AkkRed
16 იანვარი 2015 09:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Wardell,

მეც არ გამიკვირდა lol მეთქი რაღაცეები ცუდად მახსოვს
0
№9
ავტორი: chudikone
16 იანვარი 2015 11:08
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ჰოლანდიელი რო ხარ მაგიტო დაბრუნდი ძირითადში ასე მალე :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№10
ავტორი: DiMaria
16 იანვარი 2015 17:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
უეჭველად ჰოლანდიელობის გამო გათამაშა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top