ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება, რომ ლუი ვან გაალი მზადაა ადნან იანუზაი იჯარის წესით გაანათხოვროს.
მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმდინარე სეზონში უამრავი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, ახალგაზრდა ბელგიელს თითქმის არ ეძლევა თამაშის საშუალება.
ნოემბრის პირველი კვირიდან დღემდე იანუზაიმ მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და საერთო ჯამში 27 წუთი ითამაშა.
ლუი ვან გაალმა "იუნაიტედის" აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს აცნობა, რომ ადნანი ამჟამად მის გეგმებში არ შედის და მოითხოვა ბელგიელისთვის გუნდი მოძებნოს, რომელიც იანუზაის სამსახურით დაინტერესებული იქნება.
ადნანის პოტენციურ მსურველთა შორის "ჰალ სიტი", "ევერტონი", "პსჟ", "რეალს სოსიედადი" და მილანის "ინტერი" სახელდებიან.
თავად ვან გაალმა კი დეკემბრის მიწურულს განაცხადა: "წავა თუ არა იანუზაი იჯარით? არა, ის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია."