"მანჩესტერ იუნაიტედი" გეგმავს ადნან იაუნუზაი იჯარის წესით სხვა კლუბში გაუშვას.
19 წლის ბელგიელი ტალანტი შარშან დევიდ მოიესმა აღმოაჩინა, მაგრამ მისი მემკვიდრე ლუი ვან გაალი არ ენდობა იანუზაის. მიმდინარე სეზონში იანუზაის მხოლოდ ორი მატჩი აქვს ჩატარებული პირველივე წუთიდან.
"Daily Mail"-ის თქმით, ვან გაალი არ არის კმაყოფილი ადნანის თამაშით როდესაც ის ფლანგზე გვევლინება, ხოლო ფლეიმეიქერის პოზიციაზე ადნანს კონკურენციის გაწევა უეინ რუნისთვის, ანხელ დი მარიასთვის და ხუან მატასთვის უწევს.
წყაროების თანახმად, "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა უკვე განუცხადა, კლუბის აღმასრულებელ დირექტორს, ედ ვუდვორდს, რომ იანუზაი არ არის მისი გეგმების ნაწილი. სეზონის მეორე ნახევარში ადნანი სავარაუდოდ სხვა კლუბის ღირსებას დაიცავს და არ არის გამორიცხული ეს "სოსიედადი" იყოს, რომლის მთავარი მწვრთნელიც ცოტა ხნის წინ დევიდ მოიესი გახდა.