თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2015, 22:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2498,
კომენტარები: 9
ფალკაოსა და ვან გაალის ურთიერთობა გაფუჭდა
კოლუმბიელი ლეგენდა ფალკაოს შესახებ საუბრობს.
ფალკაოსა და ვან გაალის ურთიერთობა გაფუჭდა
კოლუმბიელმა ლეგენდამ, ფაუსტინო ასპრილამ განაცხადა, რომ ლუი ვან გაალისა და რადამელ ფალკაოს ურთიერთობა გაფუჭდა და მისი თანამემამულე "ოლდ ტრაფორდს" იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს.

"საუთჰემტონთან" მატჩში ფალკაო ბოლო ექვს თამაშში პირველად ვერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში. უარესი - ის განაცხადშიც კი არ იყო. ამ თემაზე სასაუბროდ კი ვან გაალი და ფალკაო ერთმანეთს ორშაბათს კერინგტონზე შეხვდნენ.

სერიოზული ეჭვი გაჩნდა იმის თაობაზე, მართლაც სურს თუ არა "იუნაიტედს" ფალკაოს ტრანსფერის გამოსყიდვა. ფეხბურთელის აგენტმა, ხორხე მენდეშმა კი განაცხადა, რომ მისმა კლიენტმა შესაძლოა კლუბი დატოვოს და რეგულარული სათამაშო დროის გამო სხვა გუნდში გადაბარგდეს.

ასპრილა, რომელმაც "ნიუკასლში" 90-ან წლებში ორი დიდებული სეზონი გაატარა, ვან გაალსა და ფალკაოს შორის არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კოლუმბიელი ფორვარდი "ოლდ ტრაფორდს" დატოვებს.

"თუ ვან გაალი ასე გააგრძელებს, ფალკაო წავა. ვფიქრობ, ეს ურთიერთობის ბრალია, რომელიც უკვე გაფუჭდა. ფალკაოს ესმის, რომ მწვრთნელს ის არ სურს."

"მახსოვს, როცა "ნიუკასლში" მივედი, კევინ კიგენს ვსურდი. ის მხარს მიჭერდა და აქ სწორედ ის ჩანს, რომ ვან გაალი ფალკაოს არ ენდობა."

"სამწუხაროა იმის ხილვა, თუ როგორ ტანჯავს ფალკაოს. პრობლემა არ არის რადამელი, პრობლემა მწვრთნელია. ფალკაოს მიმდინარე სეზონის დასაწყისში ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ამის შემდეგ აჩვენა, რომ ის იგივე ტოპ-კლასის ფორვარდია, რაც მანამდე იყო."

"მან 5 მატჩი ითამაშა და გოლი გაიტანა. ეს კი მას თავდაჯერებულობას მატებს. რამდენიმე მატჩის მაღალ დონეზე ჩატარების შემდეგ მოულოდნელი იყო ის, რომ ფალკაომ თამაში შეწყვიტა."

"სიმართლე ის არის, რომ არ ვიცი რის მიღწევა სურს ვან გაალს "იუნაიტედში" და ვფიქრობ, ფეხბურთებიცა და ფანებიც შეწუხებულნი არიან. ის ძალიან ბევრ შეცვლას ახორციელებს, თანაც უმიზეზოდ."
- განაცხადა ასპრილამ.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Wardell
14 იანვარი 2015 22:33
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
Dzalian bevrs fiqrobd lui da rac yvelaze uazrobaa is afiqrdeba ((((

Exlac ver vxvdebi rogor ar unda sheiyvano ganacxadshi falcao roca sotons etamashebi da ra ici ra moxdeba
0
№2
ავტორი: RojoDiablo
14 იანვარი 2015 22:33
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ამას ამბობს ვიღაც, ვინც კლუბის გარე მდგომი ფიგურაა და ნაკლებად სარწმუნოა, მაგრამ მეტად სავარაუდო. ფალკაო არ არის სკამის ამბიციის ფეხბურთელი და არ გამიკვირდება ულტიმატუმი რომ წაუყენოს ვან გაალს, რაზეც ლუი თავისთავად გაბრაზდებოდა და... თუმცა, რა ვიცი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: LizarD
14 იანვარი 2015 22:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
აბსოლიტურად ყველაფერში ვეთანხმები, ახლა სანამ პერსი არ არის კიდე თუ არ დადგა ფალკაო ყველაფერი საქმითაც დამტკიცდება...
0
№4
ავტორი: chudikone
14 იანვარი 2015 22:40
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მაგრად გამიტყდება რომ არ გამოისყიდონ ფალკაო. რვპს ეხლაც ჯობია და მერე მითუმეტეს აჯობებს 2-3 წლის მერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: Malboro463
14 იანვარი 2015 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ეუროსპორტი ბევრს წერს ფალკაოს წასვლაზე კლუბს ეძებს ამის აგენტიო და ტყულად არ ააგორებდნენ ამ ჭორებს.
0
№6
ავტორი: Goginashvili777
14 იანვარი 2015 23:08
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ფალკაო რო ძალიან მაგარია ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ამის გამოსყიდვას მირჩევნია ის 43 მილიონი სხვა რამეში დააბანდონ. მაგალითად ჰუმელსში გადაიხადონ ან სულაც ვარანში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№7
ავტორი: DiMaria
15 იანვარი 2015 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გამორიცხული მართლაც არ არის, მაგრამ ამის სიტყვებს არ ვუჯერებ მე
0
№8
ავტორი: AkkRed
15 იანვარი 2015 01:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Goginashvili103,

Rvp რო არ იქნება მე დავდგე მერე მის მაგივრად წინ??

რა განაღვლებთ ეს ფული ვერ გამიჩია ამათვის ეგ ფული ისეთივეა რაც ჩვენთვის 20 თეთრი
0
№9
ავტორი: dachi_mu
15 იანვარი 2015 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mere es y.l.e falkaosac tu ar itovebda da ushvebdaa welbeki ragas gayidaa?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top