"მანჩესტერ იუნაიტედს" იმედი აქვს, რომ რობინ ვან პერსი ტრავმის გამო მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს, რაც კარგი ამბავია ლუი ვან გაალისთვის.
ვან პერსიმ "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩში მიიღო დაზიანება, რის გამოც მოგვიანებით ციურიხში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონიალზე ვერ წარსდგა, სადაც მის მიერ ესპანეთის ნაკრების კარში გატანილი გოლი წლის საუკეთესო გოლის ნომინაციაზე იყო წარდგენილი.
თუმცა, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ დაზიანება სერიოზული არ არის და ვან პერსი მხოლოდ ერთ მატჩს, "ქპრ"-ს წინააღმდეგ შეხვედრას დააკლდება.
31 წლის ფორვარდი ინგლისის თასის მატჩისთვის იქნება მზად, რომელსაც "იუნაიტედი" პარასკევს "კემბრიჯის" წინააღმდეგ გამართავს.