თბილისი:
მანჩესტერი:
15-01-2015, 10:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2012,
კომენტარები: 5
ბლინდი: "თანაგუნდელები დამეხმარნენ"
დეილი ბლინდი ტრავმის შესახებ საუბრობს.
ბლინდი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, დეილი ბლინდი გუნდში გადმოსვლისთანავე შემადგენლობის უცვლელი წევრი გახდა, მაგრამ ლატვიისა და ჰოლანდიის ნაკრებების ამხანაგურ დაპირისპირებაში იანვარში მიღებული ტრავმის გამო მას დიდი დრო გაუცდა.

"ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. ტრავმას ვერაფრით დავაღწიე თავი. ვიღაც მუხლზე დამეცა. ეს არც კუნთოვანი ტრავმა იყო და არც დაზიანება, რომელსაც დაღლილობის გამო იღებენ. სამწუხაროდ, უბრალოდ არ გამიმართლა."

"შეიძლებოდა უფრო ცუდი რამ მომხდარიყო, მაგრამ ვცდილობდი პოზიტიურად მეაზროვნა და ყოველ დღე ვმუშაობდი, რათა მწყობრში ახალი ძალებით დავბრუნებულიყავი. ყველაფრის ახლიდან დაწყების იმედი მაქვს."

"თუ ამ ტრავმას არ ჩავთვლით, შემიძლია ვთქვა, რომ ჯანმრთელობას არასდროს დავუღალატებივარ და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ყველაფერი კარგად იქნება. ამ დაზიანებისგან აღდგენა არც თუ ადვილი იყო, მაგრამ თანაგუნდელები დამეხმარნენ, ისინი ყოველ დღე და ყოველ კვირას მხარს მიჭერდნენ. გუნდში თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში."


ბლინდმა სოციალურ ქსელში არაერთი გამამხნევებელი შეტყობინება მიიღო, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც "იუნაიტედის" ოფიციალურმა "თვითერმა" ვან გაალის სიტყვების არასწორი გავრცელება განახორციელა და დაწერა, რომ ბლინდი 6 თვეს გამოტოვებდა.

"სასიამოვნო იყო თბილი სიტყვების წაკითხვა არა მარტო "იუნაიტედის" ქომაგების, არამედ ჩემი ყოფილი კლუბის, "აიაქსის" გულშემატკივართაგანაც. ყველა მიჭერდა მხარს. დაუჯერებელი გრძნობა - ეს მეხმარება ყოველ დღე გაორმაგებული ძალით ვიმუშავო, როცა იმედგაცრუებული ვარ საკუთარი დაზიანების გამო."

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
15 იანვარი 2015 10:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჯერ ის ხომ გაგვიკვირდა პირდაპირ რომ დაგაბრუნა შემადგენლობაში, მაგრამ ის როგორ გამიკვირდა დაცვის ცენტრში რომ დაგაყენა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
15 იანვარი 2015 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
RojoDiablo,
თუმცა ვერ იტყვი, რომ ცუდად ითამაშა
0
№3
ავტორი: Goginashvili777
15 იანვარი 2015 11:49
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
მომეწონა ბლინდის თამაში წინა მატჩში, მაგრამ ამის ადგილი დაცვის მარცხენა ფლანგზე არარის + ამას ნახევარდაცვის ცენტრშიც საიმედო გვყვავს . ასე რომ მოუწევს დაცვის ცენტრში როხო და სმოლინგი ცვალოს ხოლმე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№4
ავტორი: AkkRed
15 იანვარი 2015 14:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
უბრალოდ გაუმართლა, რომ ჰოლანდიელია თორე ტრავმის შემდეგ ამასაც დაალპობდა სკამზე ან 15-20 წუთით შემოუშვებდა სეზონის ბოლომდე.
0
№5
ავტორი: GeorgeBest
15 იანვარი 2015 18:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრად მიხარია ამ კაცის დაბრუნება და იმედია ტრავმა აღარ შეახსენებს თავს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top