თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2015, 23:02
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1783,
კომენტარები: 5
ბლინდი: "გუნდში კარგი ატმოსფეროა"
დეილი ბლინდი გუნდის მდგომარეობის შესახებ.
ბლინდი:
ჰოლანდიელი ნახევარმცველი, დეილი ბლინდი ამტკიცებს, რომ ლუი ვან გაალის მიერ გაღებული ხარჯები გუნდს კიდევ უფრო აძლიერებს.

დევიდ მოიესისგან ლუი ვან გაალმა ჩაიბარა გუნდი, რომლის საერთო ღირებულება 200 მლნ. ფუნტი იყო, შემდეგ კი 150 მლნ. ტრანსფერებისთვის დახარჯა.

ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ "იუნაიტედმა" "აიაქსისგან" 14 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ დეილი ბლინდი შეიძინა.

24 წლის ფეხბურთელს სჯერა, რომ ვან გაალი გუნდს სწორად აშენებს და შემადგენლობაში მოხვედრისთვის ფეხბურთელებს შორის დიდი კონკურენციის არსებობა გუნდს მხოლოდ აძლიერებს.

"დიახ, ახალ ფეხბურთელებზე დიდი თანხა დაიხარჯა, მაგრამ მწვრთნელმა თქვა, რომ საჭიროა ყოველდრიურად ვივარჯიშოთ, საკუთარი თავი საუკეთესო მხრივ წარმოვაჩინოთ და ყველას ვაჩვენოთ, რომ თამაში ნამდვილად გვსურს."

"ჩვენ ერთი გუნდი ვართ. საერთო მიზნებისთვის უნდა ვმოქმედებდეთ და ვითამაშოთ იმ შემადგენლობით, რასაც მწვრთნელი აირჩევს. ერთმანეთს ყველა მხარს ვუჭერთ, გუნდში დიდებული ატმოსფეროა."
- განაცხადა ბლინდმა.

წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 იანვარი 2015 21:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ფულის დახარჯვა წარმატების გარანტია რომ არასდროს ყოფილა, ეს არაერთხელ დამტკიცებულა, მაგრამ არაერთხელ გვინახავს ისიც, ფულის არ დახარჯვითაც რის მიღწევა შეიძლება. ფეხბურთელების მშვენიერი ნაკრები გვყავს და შედეგიც სწორედ ამიტომ გვინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Goginashvili777
14 იანვარი 2015 23:06
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ატმოსფერო როა გუნდში კი კარგია, მაგრამ ეგ მოედანზე გადაიტანეთ ! დაღლილებივით რო ხართ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№3
ავტორი: DiMaria
15 იანვარი 2015 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გუნდში რომ ხართ ეგრე კარგია, მაგრამ მოედანზე ურთიერთგაგებას ვერ ვამჩნევ მაინც
0
№4
ავტორი: Malboro463
15 იანვარი 2015 02:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
№5
ავტორი: GeorgeBest
15 იანვარი 2015 18:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგია ესეთი მიდგომა მარა მოედანზე უკეთესი თამაში და საკუთარი თავის უკეთესად წარმოჩენა გმართებთ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top