თბილისი:
მანჩესტერი:
14-01-2015, 19:08
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1684,
კომენტარები: 7
ჰუმელსი: "არასდროს მითქვამს, რომ 2024 წლამდე დავრჩებოდი"
მატს ჰუმელსი კლუბის დატოვებას არ გამორიცხავს.
ჰუმელსი:
მატს ჰუმელსმა განაცხადა, რომ შესაძლოა მან დორტმუნდის "ბორუსია" დატოვოს.

26 წლის მცველი "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელს ხშირად უკავშირდებოდა და მისით ვან გაალიც არის დაინტერესებული.

ჰუმელსი "ბორუსიასთან" ერთად ცუდ პერიოდს განიცდის. მისი კლუბი ბუნდესლიგაში ბოლოს წინა ადგილზე იმყოფება.

მისმა მამამ და აგენტმა, ჰერმან ჰუმელსმა ადრე განაცხადა, რომ მატსი მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე კლუბს არ დატოვებდა.

ჰუმელსი კი აცხადებს, რომ იანვრამდე მართლაც დარჩება კლუბში, მაგრამ გამორიცხული არ არის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბორუსია" დატოვოს.

"26 წლის ასაკში ორ კლუბში ვყოფილვარ. ლოიალურობა ჩემთვის მნიშვნელოვანია."

"ერთადერთი, რაც ახლა მსურს, არის უკეთ თამაში, ვიდრე სეზონის პირველ ნაწილში. საკუთარი თავით კმაყოფილი არ ვარ, ზოგს კი ასე ჰგონია."

"დორტმუნდში ყოფნის პერიოდში უამრავი კლუბისგან მიმიღია შეთავაზება. ეს საიდუმლო არ არის. ყოველ ჯერზე დარჩენას ვამჯობინებდი."

"ვფიქრობ, სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებდი და მინდა მომავალშიც ასე მოხდეს."

"არასდროს მითქვამს, რომ 2024 ან 2030 წლამდე დავრჩებოდი. ნაცვლად იმისა, რომ ვთქვა, მე სამუდამოდ აქ ვიქნები, უმჯობესია განვაცხადო, რომ ერთ დღეს შესაძლოა კლუბი დავტოვო."
- განაცხადა ჰუმელსმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
14 იანვარი 2015 19:23
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
სანამ ამბიცია ექნება დორტმუნდს და ამბიციის რეალობად ქცევის უნარი, მატსიც იქნება მათთან ერთად, მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში არც მე ვფიქრობ, რომ აპირებს იქ დაბერდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
14 იანვარი 2015 19:25
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
წლის ბოლოს თუ ვერაფერი მოიგონ წავა კლუბიდან სავარაუდოდ ესპანეთში,
0
№3
ავტორი: RedGirl
14 იანვარი 2015 19:58
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ერთ დღეს შესაძლოა კლუბი დავტოვო.


ჰეთ მიდით ჰა დაითრიეთ დადეთ :დ ძვლივს რაღაც მსგავსი წამოცდა ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№4
ავტორი: GeorgeBest
14 იანვარი 2015 20:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ხოდა წამოდი მერე აქ areyoukiddingme
0
№5
ავტორი: Best 7
14 იანვარი 2015 20:38
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Auu rogor minda es ro vnaxe chventan
0
№6
ავტორი: DiMaria
15 იანვარი 2015 00:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მერე დატოვე და წადი,მარა შენი ამბავი რომ ვიცი ბარსას აირჩევ
0
№7
ავტორი: salier1
15 იანვარი 2015 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
RedGirl,
რეალს ცენტრალური მცველის პრობლემა არ აქ, ბარსას ტრანსფერები აკრძალული აქ, ამიტო ზაფხულში შანსი გვექნება
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top