ანხელო ენრიკესი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ზაგრების "დინამოს" რიგებში გადავიდა. მისი ფასი 780 ათასი ფუნტია.
"ის მილიონი ევროს სანაცვლობ მოვიყვანეთ."
"ენრიკესთან კონტრაქტი უკვე ზაფხულში გვქონდა გაფორმებული."
"ეჭვგარეშეა, ის ჩვენი ფეხბურთელია." - განაცხადა "დინამოს" ფეხბურთელმა, ზორან მამიჩმა.
ენრიკესი "იუნაიტედს" 2012 წელს ჩილეს "უნივერსიდადედან" დაახლოებით 4 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა, მაგრამ კლუბის რიგებში ვერც ერთი მატჩის ჩატარება ვერ მოახერხა.
20 წლის ჩილელმა "უიგანში" იჯარის წესით ყოფნისას ინგლისის ახალგაზრდული თასი მოიგო.
ამჟამინდელი კლუბის რიგებში კი ანხელოს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი.