რატომ უნდა შეუცვალოს ვან გაალმა დი მარიასა და რუნის ადგილები.
მათთვის, ვისაც სჯეროდა, რომ ნახევარდაცვაში უეინ რუნის გადაყვანა მისი პოლ სქოულზად ქცევის მცდელობაა, "საუთჰემპტონთან" მატჩმა არასასიამოვნო აღმოჩენა გააკეთა.
უეინი თითქმის შეუმჩნეველი იყო და ისე ჩანდა, თითქოს მან და დი მარიამ წარუმატებლად გაცვალეს როლები.
"იუნაიტედის" გულშემატკივართათვის, ვინც კლუბისგან შედეგების მოლოდინშია და მოიესისა და ვან გაალის შედარებას არ ერიდება, ორი სუპერვარსკვლავის ცუდი თამაში უსიამოვნო სიურპრიზად იქცა.
ანდელ დი მარია და რობინ ვან პერსი თავდამსხმელთა წყვილს შეადგენდნენ; ამ როლს უნივერსალური არგენტინელი ნახევარმცველი იშვიათად ასრულებდა.
ანხელი ვერ იღებდა ბურთს ზონაში, საიდანაც "საუთჰემპტონის" დაცვას დაემუქრებოდა. საბოლოოდ, ის იძულებული გახდა სიღრმეში შეწეულიყო, მაგრამ არც ამას მოჰყვა შედეგი. ის ფაქტი, რომ დი მარიამ მხოლოდ 12 ზუსტი პასი გააკეთა და არც ერთხელ არ გაუმწვავებია თამაში, აჩვენებს, რამდენად უჭირდა მას.
ამავდროულად, თამაშიდან უეინ რუნი მორგან შნაიდერლინისა და ვიქტორ ვანიამას დიდებული მოქმედებების შედეგად გამოითიშა.
მათთან ერთად მოქმედებდა სტივენ დევისი, რომელიც თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაშობდა. "საუთჰემტონის" სამეული მოწინააღმდეგეს ბურთის მიღების საშუალებას არ აძლევდა და "იუნაიტედის" შეტევებს მის წარმოშობამდე ახშობდა.
უეინს უადვილდება ბურთით მოქმედების დროს დაბალი დონის გუნდების წინააღმდეგ უმაღლესი კლასი აჩვენოს, მაგრამ როცა კაპიტანი თუნდაც საშუალო დონის ნახევარმცველების წყვილს ეწინააღმდეგება, თამაში ძალიან უჭირს. მისი ნიჭი - ეს არის საჯარიმოში თამაში, სადაც შეუძლია დაარტყას კარში ან პარტნიორს შეუქმნას მომენტი.
კვირას გამართულ შეხვედრაში "იუნაიტედის" კაპიტანს კარის მიმართულებითაც კი არ დაურტყამს არც ერთხელ, ხოლო მის მიერ გაკეთებული გადაცემების 70% აღწევდა ადრესატამდე, რაც აჩვენებს, რამდენად უჭირდა რუნის მოედანზე თავისუფალი ზონის მოძებნა ან "საუთჰემპტონის" შესანიშნავად ორგანიზებული ნახევარდაცვის მოტყუება.
"იუნაიტედისდა" საბედნიეროდ, მას ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე აქტიურად გადაადგილდება და ნახევარდაცვაში თამაშიდან საგოლე მომენტებს ქმნის: ანხელ დი მარია. ერთადერთი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ კვირას ის ძალიან მაღლა თამაშობდა და მანევრირებისთვის საკმარისი სივრცე არ ჰქონდა.
თავდასხმისა და ნახევარდაცვის არასაკმრისმა ურთიერთქმედებამ კიდევ ერთ პრობლემას გაუსვა ხაზი: მაიკლ კერიკის ცუდ თამაშს, რომელიც მიუხედავად მისი მისამართით მოსმენილი შექებისა, მაინც შეზღუდული ფეხბურთელია და მისთვის რთულია თამაშის საკუთარ თავზე აღება და გუნდის შეტევის აგება.
"საუთჰემპტონთან" მატჩში რუნი და მატა იძულებულები იყვნენ ნახევარდაცვის სიღრმეში ჩასულიყვნენ, რათა მათთვის ან კერიკს მიეწოდებინა პასი, ან ცენტრალურ მცველებს.
კერიკს სისწრაფე არ აქვს და კვირას ვერც საფეხბურთო სიბრძნე აჩვენა, რაც მოწინააღმდეგის ნახევარდაცვის დამარცხებისთვის აუცილებელია.

შესაძლოა ლუი ვან გაალს ამ პრობლემის გადაწყვეტა მარტივად გამოუვა: შეუცვალოს დი მარიასა და რუნის პოზიციები და დააკვირდეს, მის მიერ 60 მლნ. ფუნტად შეძენილი როგორ ბრწყინავს ნახევარდაცვაში, როგორც ეს "რეალში" ხდებოდა.
დი მარიას საშუალებით თავდასხმაში ჩატარებულ წარუმატებელ ექსპერიმენტს მალე დაესმება წერტილი და გამორიცხული არ არის რუნი მალე ვან პერსის გვერდით ვიხილოთ. თუმცა, ცალსახად არც დამტკიცება შეიძლება.
წყარო:
carrick.ru