"იუვენტუსის" ფრანგი ფეხბურთელის, პოლ პოგბას აგენტმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მისი კლიენტი დატოვებს ტურინულ კლუბს.
მოკლე პერიოდში 21 წლის ნახევარმცველმა უზარმაზარ პროგრესს და სიმაღლეებს მიაღწია, ხოლო მისი შემდეგი პროგრესისთვის საჭიროა ძლიერი კლუბი, ძლიერ ლიგაში.
ეს არ არის საიდუმლო, პოგბას ინტერესებში "იუნაიტედი" კვლავ შედის. ფრანგი ფეხბურთელის აგენტის განცხადებით, "იუნაიტედი" ზაფხულს შეეცდება მოთამაშის უკან დაბრუნებას, ხოლო ამისთვის, მათ "ჩელსის" და "მანჩესტერ სიტის" კონკურენციის გამკლავება მოუწევთ.
"ის არ დარჩება იტალიაში დიდი ხნის განმავლობაში. სიმართლე გითხრათ, ეს დამოკიდებულია "იუვენტუსსზე", რადგან ჩვენ ხელი მოვაწერეთ ახალ კონტრაქტს, მაგრამ ჩვენ ხელიდან არ გავუშვებთ შესაძლებლობას კლუბის დატოვების."
"ვნახოთ რა მოხდება. არ ვიცი როდის დადგება შესაფერისი მომენტი. მე ვიცი რამდენად ნიჭიერი იყო პოლი, ასეთი შთაბეჭდილების მოხდენა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, რომელიც ახალი ჩამოსულია იტალიაში, არც თუ ისე ადვილია. მისი განვითარება წარმოუდგენლად სწრაფად მოხდა. ამას მეც კი არ მოველოდი" - განაცხადა პაიოლამ "Sport Mediaset"თან ინტევიუში.