აკადემიელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.
13 იანვარს, "ოლდ ტრაფორდზე" ახალგაზრდული "FA Cup"-ის მეოთხე რაუნდის მატჩი გაიმართა, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჰალ სიტის" აკადემიის ფეხბურთელები შეხვდნენ.
4.087 მაყურებლის წინაშე წარდგენილმა "ეშმაკებმა" იოლ გამარჯვებას მიაღწიეს და მეტოქე 3-0 დაამარცხეს. მატჩის პირველი ნახევარი დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თუმცა გატანილი ბურთების გარეშე ჩაიარა. მეორე ნახევარში თავი ზაკ დარნლიმ და კალიუმ გრიდინმა გამოიჩინეს. აღნიშნულ მატჩს თვალს "იუნაიტედის" თავკაცი, ლუის ვან გაალიც ადევნებდა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" (U18) 3-0 "ჰალ სიტი" (U18)გოლები: დარნლი 59, გრიდინი 63,68.
იუნაიტედის შემადგენლობა: ჰენდერსონი. რიდი, ტუანზებე, უილიამსი, ბორდვიკ - ჯექსონი. რაილი, ფოსუ-მენსა, რედმონდი (რაზბოუნი87), გრიდინი (ჰამილტონი87), დარნლი(სკოტი79). რაშფორდი.
შეცვლაზე არ შემოსულან: დარინგტონი, ვორენი.
"FA Cup"-ის მეხუთე რაუნდში "იუნაიტედის" მეტოქე "ტოტენჰემსა" და "ვულვზს" შორის გამარჯვებული იქნება.
წყარო:
Manutd.com