კრის სმოლინგი წუხს იმის შესახებ, რომ დაცვამ ისევ გაუშვა გოლი "სანდერლენდის" წინააღმდეგ, მაგრამ ისიც განაცხადა, რომ მცველები ყველა ძალას ხმარობენ, რომ კარი მშრალად შეინახონ... მიუხედავად იმისა, რომ "იუნაიტედმა" "სანდერლენდი" 3–1 დაამარცხა, "წითელი ეშმაკები" მაინც არ არიან კმაყოფილები თავიანთი შედეგით, რადგან გუნდმა 17 მატჩიდან 3–ჯერ შეინახეს კარი მშრალად...
"მეორე ტაიმში ჩვენ უფრო ფრთხილად დავიწყეთ თამაში." – განაცხადა მცველმა. "საწყენი იყო, რომ გოლი გავუშვით, რადგან გვსურდა კარი მშრალად შეგვენახა.ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ეს მეორედ აღარ განმეორდეს.მცველებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარის მშრალად შენახვა, რაც სეზონში სამჯერ მოვახერხეთ."სანდერლენდთან" მატჩში გოლი რომ არ გაგვეშვა, ეს მატჩი იდეალური იქნებოდა ჩვენთვის."
სმოლინგი და ასევე სერ ალექსი მიიჩნევდნენ, რომ კლუბს უფრო მეტი შეეძლო გაეტანათ, რადგან ძალიან კარგად გამოიყურებოდნენ შეტევაში და ნახევარდაცვაშიც...
"შეგვეძლო მატჩი უფრო დიდი ანგარიშით დაგვესრულებინა, ვიდრე დავასრულეთ. ჩვენ ძალიან ბევრი შანსი გვქონდა გატანის, როგორც პირველ, ასევე მეორე ტაიმში, რაც ჩვენს დავალებას ამარტივებდა.ჩვენ მოვიპოვეთ სამი ქულა, რაც ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ასევე კარგ შედეგს მივაღწიეთ მანჩესტერულ დერბიშიც. კლევერლი და კერიკი კარგად ამუშავებდნენ ბურთს და სწრაფად გადაადგილდებოდნენ მინდორზე. სასიამოვნო იყო იმის ცქერა, რასაც ისინი აკეთებდნენ" – აცხადებს სმოლინგი.
"საშობაო პერიოდი ძალიან რთულია, რადგან მატჩები კვირაში რამოდენიმეჯერ იმართება. ასევე ჩვენ გვყავს ძალიან კარგი და დიდი პერსონალი, რომელსაც რამოდენიმე კარგი ფეხბურთელი დაუბრუნდა.ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გამარჯვებების სერია და ვითამაშოთ მაღალ დონეზე."