"კლას 92"–ის კურსდამთავრებულმა რობი სევეჯმა "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩზე ისაუბრა და "იუნაიტედის" დაცვა გააკრიტიკა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვა მეტოქე გუნდის დაცვასთან შედარებით ძალიან სუსტი იყო. მათი თამაში თანმიმდევრული არ იყო. ისინი ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებდნენ. გასაგებია, რომ პედი მაკნეირი, ლუკ შოუ და ტაილერ ბლეკეტი გუნდში ცოტა ხნის წინ მოვიდნენ, მაგრამ მიკვირს, დაცვაში რატომ არ არიან კრის სმოლინგი, ჯონი ევანსი და ფილ ჯონსი - ლიდერები."
"თუ ასე გაგრძელდა და გუნდმა მცველები არ დაიმატა, ისინი არა მარტო ტიტულის მოგების, არამედ ჩემპიონთა ლიგის ზონაში გასვლის შანსსაც დაკარგავენ."
"რაც შეეხება უკანასკნელ მატჩს "ოლდ ტრაფორდზე" "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ, "იუნაიტედმა" საშინლად ითამაშა. მათ კარშიც კი ვერ დაარტყეს - ეს უბრალოდ სასაცილოა. რა ჰქონდა გათვლილი ვან გაალს გეგმა ბ-ში? მან ფელაინი გამოიყვანა და მასზე გააკეთა აქცენტი. ასეთი მოიესს რომ გაეკეთებინა მას სტიგმატიზირებულ ადამიანს უწოდებდნენ."–განაცხადა სევეჯმა