რადამელ ფალკაოს აგენტმა ხორხე მენდეშმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ახალ სეზონს ტოპ კლუბში დაიწყებს.
მას შემდეგ, რაც "საუჰემპტონის" წინააღმდეგ მატჩში ფალკაო განაცხადშიც ვერ მოხვდა, გაძლიერდა ჭორები იმის შესახებ, "მანჩესტერ იუნაიტედი" 43 მილიონი ფუნტის გადახდასა და ფალკაოს გამოსყიდვას არ აპირებდა.
Sky Italia-სთან ინტერვიუში ხორხე მენდეშს კითხვა ფალკაოზე დაუსვეს. აი რა უპასუხა მან ჟურნალისტებს:
"რადამელი კარგი ფეხბურთელია. "იუნაიტედის" გულემატკივრებს უნდა უხაროდეთ, რომ იგი მათი კლუბის ღირსებას იცავს. დაზუსტებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მომდევნო სეზონს რადამელ ფალკაო ტოპ კლუბიდან დაიწყებს. ზუსტად არ ვიცი იქნება ეს "იუნაიტედი" თუ არა. ამ ყველაფერს დრო გვიჩვენებს. მთავარია მოვლენების განვითარებას დაველოდოთ."-განაცხადა პორტუგალიელმა აგენტმა