გარი ნევილი მიიჩნევს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი სწორი წინგადადგმული ნაბიჯი ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაბრუნება იქნება.
"ერთი წლის წინ მოიესის "იუნაიტედი" პრემიერ ლიგაში მეშვიდე ადგილზე გავიდა, ახლა კი ისინი პირველ ოთხეულში არიან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისინი სწორი მიმართულებით მიდიან და ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად უნდა მოხვდნენ. ლიგაზე მოხვედრა ორი წლის წინ "იუნაიტედის" მთავარ მიზნად რომ დაგესახელებინა, ალბათ სიგიჟე იქნებოდა, რადგან გუნდს ფართო საზღვრები ჰქონდა."
"მათთვის ეს სეზონი გარდამავალია. გასული კოშმარული სეზონის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება მათთვის ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სწორი მიმართულებისაკენ."
"ვფიქრობ "იუნაიტედის" დაცვა არც თუ ისე ცუდად მუშაობს, მაგრამ ცუდია რომ შემოქმედებითი თავდასხმა გაქრა. ლუი ვან გაალმა კარგად უნდა იმუშაოს და ამ წინააღმდეგობებს დარწმუნებული ვარ უთუოდ გაუმკლავდება."–განაცხადა ინგლისელმა ლეგენდამ Skysports-ის ეთერში.