"ფიფა"-ს ახლანდელი წესდების მიხედვით შედგენილია იმ კლუბების სია, ვისაც "ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდის ლიონელ მესის ყიდვა შეუძლია.
ფეხბურთის ფინანსური ექსპერტი რობ უილსონი თვლის, რომ "ფიფა"-ს წესების დაცვით ლიონელის შეძენა მხოლოდ მადრიდის "რეალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბარსელონას“ ლიდერის ლიონელ მესის და ამავე კლუბის მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს შორის განხეთქილებაა.
სხვადასხვა წყაროების ცნობით, ამ განხეთქილებით სარგებლობა და ლიონელის შეძენა ლონდონის "ჩელსის" სურდა.