"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველს, ფილ ჯონსს მიაჩნია, რომ მისი გუნდი საჩემპიონო ბრძოლას ჯერ არ გამოთიშულა.
"ევერტონის" წინააღმდეგ "სიტის" ქულების დაკარგვის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედს" საშუალება ჰქონდა თანაქალაქელ გუნდს ორი ქულით დასწეოდა, მაგრამ ვან გაალის შეგირდები რონალდ კუმანის "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ დამარცხდნენ.
"წმინდანები" ამ გამარჯვების შემდეგ სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადავიდნენ, ხოლო "იუნაიტედი" მეოთხეზე ჩამოქვეითდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატის ლიდერ "ჩელსისთან" "წითელ ეშმაკებს" 12 ქულა აშორებთ, ფილ ჯონსს მიაჩნია, რომ ჯერ ჩემპიონის ბედი გადაწყვეტილი არ არის და "იუნაიტედი" ამ რბოლაში მონაწილეობას იღებს.
"როგორც ნახეთ, გუნდები ქულებს კარგავენ. "ჩელსი" "სიტის" ბევრად უსწრებდა, მაგრამ შემდეგ კვირაში ორი თამაშის ჩატარებით "სიტიმ" სხვაობა შეამცირა."
"ასე ხდება ფეხბურთში. ეს არის აღზევებდა და დაცემა. არასდროს იცი ვინ დაკარგავს ქულებს. იმედი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა ვიღელვოთ და არა სხვებზე." - განაცხადა ჯონსმა.