ლუი ვან გაალის მიერ დანერგილ სამ მცველიან ტაქტიკას "იუნაიტედის" ქომაგთა უმრავლესობა მხარს არ უჭერს.
მაგრამ ფილ ჯონსი გულშემატკივრების აზრს არ იზიარებს.
"ვფიქრობ, ასე თამაშით თავს კომფორტულად ვგრძნობთ. იქნება ეს 4 მცველიანი ტაქტიკა თუ 3 მცველიანი, ჩვენ კომფორტულად ვართ."
"შესაძლოა ხანდახან დაცვაში ისე ვთამაშობთ, როგორც არ უნდა ვთამაშობდეთ, მაგრამ მწვრნთელის მიერ დანერგილი ორივე ფორმაციის დროს თავს კარგად ვგრძნობთ."
"ჯერ კიდევ ვუმჯობესდებით. ეს სწავლის პროცესს ჰგავს. ყველაფერი ერთ ღამეში არ ხდება. შენ უბრალოდ ვერ დაატკაცუნებ თითებს და ახალ ფორმაციას ვერ შეეგუები. ამას დრო სჭირდება."
"ვარჯიშებზე ვვითარდებით და გვინდა უკეთესები გავხდეთ. ეს მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენგას სურს უკეთესი იყოს, ისწავლოს და ეს მხოლოდ კარგია ჩვენთვის." - განაცხადა ჯონსმა.