13-01-2015, 03:32
ნანახია: 2083,
კომენტარები: 7
დი მარია საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა
არგენტინელი საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა.
12 იანვარს ციურიხის კონგრესზე 20 ათასზე მეტმა პროფესიონალმა ფეხბურთელმა ფიფა-ს სიმბოლური ნაკრები - FIFPro World XI 2014 შეარჩია.
გამოკითხულთა ხმის მიცემის შედეგად საუკეთესო თერთმეტეულში "მანჩესტერ იუნაიტედის" არგენტინელი ნახევარმცველი, ანხელ დი მარიაც დასახელდა.
სიმბოლური ნაკრები კი ასე გამოიყურება.
მეკარე: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი")
მცველები: ფილიპ ლამი ("ბაიერნი"), ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი ("პსჟ") სერხიო რამოსი ("რეალი")
ნახევარმცველები: ანდრეს ინიესტა ("ბარსელონა"), ტონი კროოსი ("რეალი") ანხელ დი მარია ("მანჩესტერ იუნაიტედი")
თავდასხმა: ლიონელ მესი ("ბარსელონა"), კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი"), არიენ რობენი ("ბაიერნი")
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.